თურქეთში, მიწისძვრიდან 248 საათის შემდეგ 17 წლის ქალი გადაარჩინეს, 258 საათის შემდეგ კი ნანგრევებიდან 30 წლის ქალი ამოიყვანეს (ვიდეო)

Read Time:41 Second

ამის შესახებ ინფორმაციას თურქული სააგენტოები ავრცელებენ.

ჰათაის პროვინციაში, „საუკუნის კატასტროფად” წოდებული კაჰრამანმარაშის მიწისძვრიდან 248 საათის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან 17 წლის კაჰრამანმარაშელი ალეინა ოლმეზი ამოიყვანეს.

პირველადი დახმარების შემდეგ ექიმებმა ის საავადმყოფოში გაგზავნეს.

„ანადოლუსთან” საუბარში  ერთ-ერთმა მაშველმა, ჰაჯერ ატლასმა, რომელიც გოგონას გადარჩენაში მონაწილეობდა, ჰაჯერ ატლასმა თქვა, რომ გუნდის წევრებმა ნანგრევებში მოქცეულ ალეინამდე მისვლა  ხანგრძლივი და მძიმე მუშაობის შემდეგ შეძლეს.

„ჩვენ მუდმივად გვქონდა კონტაქტი გოგონასთან. თავიდან მისი ხელი გვეჭირა, შემდეგ კი მისი ამოყვანა მოვახერხეთ. ის კარგად არის, მას შეუძლია კომუნიკაცია. იმედი მაქვს, რომ სტიქიის ზონიდან ასეთი კარგი ამბები გაგრძელდება“, – განაცხადა ჰაჯერ ატლასმა.

ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, კაჰრამანმარაშში კიდევ ერთი ქალი, 30 წლის ნესლიჰან კილიჩი 258 საათის შემდეგ ამოიყვანეს ნანგრევებიდან.

ექსკავატორის მემანქანე ამბობს, რომ მუშაობის დროს მან ნანგრევებში სიცარიელე შენიშნა. შემდეგ კი ამ სიცარიელეში საწოლი დაინახეს, რომლის თავიანთკენ გამოწევის დროს ხელის შეხება იგრძნეს. ქალი ნანგრევებიდან გამოიყვანეს და დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: საქართველო იმსახურებდა, რომ ყოფილიყო კანდიდატი წევრი
Next post დიმიტრი ხუნდაძე – მოდით, ვთარგმნოთ ამერიკული კანონმდებლობა და განვიხილოთ ერთი-ერთში, მაშინაც თუ იტყვიან, რომ ესეც არის რუსული ვარიანტი, გამოდის, თავად ამერიკას ჰქონია რუსული ვარიანტი