დიმიტრი ხუნდაძე – მოდით, ვთარგმნოთ ამერიკული კანონმდებლობა და განვიხილოთ ერთი-ერთში, მაშინაც თუ იტყვიან, რომ ესეც არის რუსული ვარიანტი, გამოდის, თავად ამერიკას ჰქონია რუსული ვარიანტი

Read Time:1 Minute, 13 Second

მოდით, გადმოვთარგმნოთ ამერიკული კანონმდებლობა და განვიხილოთ ის ერთი-ერთში, მაშინაც თუ იტყვიან, რომ ესეც არის რუსული ვარიანტი, გამოდის, რომ თვითონ ამერიკას ჰქონია რუსული ვარიანტი, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მსგავსი კანონი არის აშშ-შიც, რომელიც 1938 წლიდან მოქმედებს, ასევე არსებობს ისრაელში, რომელიც მოქმედებს 2016 წლიდან, ავსტრალიასა და უნგრეთში, მოქმედებს მათ შორის რუსეთშიც, თუმცა იქ აბსოლუტურად სხვა ფორმა და გამოყენება აქვს.

„ამ კანონის შემუშავებისთვის ჩვენ ავიღეთ ამერიკული ვარიანტი, თუმცა ეს არ არის სრული ანალოგი. უფრო მეტად შემსუბუქებულია, ამერიკული ვარიანტი უფრო მეტ რეგულაციას შეიცავს, უფრო საპასუხისმგებლოა და უფრო მძიმეა რეგულირების კუთხით. როცა ამის გარშემო განცხადებას აკეთებს, მით უმეტეს, მაღალი თანამდებობის პოლიტიკური პირი, უმჯობესია, იცნობდეს საკითხს.

მოდით, გავაკეთოთ ასე, გადმოვთარგმნოთ ამერიკული ვარიანტი და განვიხილოთ ის ერთი-ერთში. მაშინაც თუ იტყვიან, რომ ესეც არის რუსული ვარიანტი, გამოდის, რომ თავად ამერიკას ჰქონია რუსული ვარიანტი, არადა, ამერიკამ უფრო ადრე მიიღო. ეს არის სპეკულაციის საგანი. ასეთი შეფასებები ჰგავს იმ უარგუმენტო რეზოლუციას, რომელიც ჩვენ ვიხილეთ გუშინ, რომელსაც არავითარი საფუძველი არც სამართლებრივი, არც მორალურ-ზნეობრივი, არ გააჩნია. შეშფოთებასაც და ნებისმიერ შეფასებას სჭირდება არგუმენტები და არა ის, რაც დღეს ჩვენი ოპონენტებისგან მოვისმინეთ, რომ არის რუსული ვარიანტი და ცეცხლთან თამაშია. რომელმა ოპონენტმა რომელი არგუმენტი დაასახელა შეშფოთებისთვის, მიუღებლობისთვის? აქ არის მხოლოდ სპეკულაციური სიტყვათა წყობა, რომ მხოლოდ და მხოლოდ შეურაცხმყოფელი იყოს.

ასეთი რეგულაციები უკვე დიდი ხანია, არსებობს დასავლეთში და რატომ არ შეიძლება იყოს საქართველოში? გამჭვირვალობა დემოკრატიის ანი და ბანია, თუ გამჭვირვალობა ვინმეს აშინებს, მაშინ თავად აყენებს დემოკრატიას კითხვის ნიშნის ქვეშ“, – განაცხადა ხუნდაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თურქეთში, მიწისძვრიდან 248 საათის შემდეგ 17 წლის ქალი გადაარჩინეს, 258 საათის შემდეგ კი ნანგრევებიდან 30 წლის ქალი ამოიყვანეს (ვიდეო)
Next post სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ სისტემაში წამება სისტემური ხასიათის იყო