თურქეთში, დიარბაქირის პროვინციაში ქურთებმა მსვლელობა გამართეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, გადადგას ნაბიჯები „ქურთების მუშათა პარტიის“ მებრძოლებთან სამშვიდობო პროცესის დასაჩქარებლად.
როგორც მედია იუწყება, „ქურთების მუშათა პარტიის“ ლიდერმა, აბდულა ოჯალანმა დაჯგუფებას იარაღის ჩაბარებისა და დაშლისკენ 2025 წელს მოუწოდა, თუმცა მას შემდეგ ხელისუფლების მხრიდან ქურთების უფლებებთან დაკავშირებით საპასუხო ნაბიჯები არ შეინიშნება.
პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, სამშვიდობო პროცესი გაგრძელდება. ქურთები კი ამბობენ, რომ იმედგაცრუებული არიან, რამდენადაც საკანონმდებლო დონეზე ქმედითი ზომები არ მიღებულა, მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო კომისიამ კანონმდებლებს რეფორმებისკენ ჯერ კიდევ სამი თვის წინ მოუწოდა.

