თურქეთმა იდლიბში სირიის არმიის ორი სამხედრო თვითმფრინავი და ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო

Read Time:42 Second

თურქეთის არმიამ იდლიბის რეგიონში სირიის არმიის ორი სამხედრო თვითმფრინავი და ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთის თავდაცვის უწყების ცნობით, სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, საერთო ჯამში, თურქმა სამხედროებმა ასევე გაანადგურეს ბაშარ ასადის არმიის რვა ვერტმფრენი, 135 ტანკი, საჰაერო თავდაცვის ხუთი სისტემა, 2 557 მებრძოლი კი გაანეიტრალეს.

იდლიბის რეგიონში, თურქეთის სამხედრო უპილოტო თვითმფრინავების ავიაიერიშის დროს, სირიის სახელისუფლებო არმიის ორი გენერალი მოკლეს. ოპერაცია, „გაზაფხულის ფარის“ ფარგლებში, თურქეთის არმიამ სირიის არმიის 2 100-ზე მეტი სამიზნე ობიექტი გაანადგურა. შეიარაღებული დაპირისპირების დროს, დანაკარგები აქვს თურქეთის არმიასაც. სირიის მედია წერს, რომ სირიელმა სამხედროებმა თურქეთის არმიის სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოუგდეს.

თურქეთსა და სირიას შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც სირიის არმიამ, იდლიბის რეგიონში, თურქული სამხედრო კოლონა დაბომბა. ინციდენტის შედეგად 33 თურქი სამხედრო დაიღუპა, 34 კი დაიჭრა. 27 თებერვლის შემდეგ, იდლიბის რეგიონში თურქეთი ოპერაცია, „გაზაფხულის ფარს“ ატარებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მთავრობის ადმინისტრაცია – ირანიდან მომავალი საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში შემოყვანისთვის, საქართველოს მთავრობა მეზობელ ქვეყნებთან აქტიურად მუშაობს
Next post ამირან გამყრელიძე – დიდი გზა მაქვს გავლილი, ტალახიც უსვრიათ, მაგრამ პირდაპირ მითხარით, ვიყავით იმის ღირსი, რაც გუშინ ერთ-ერთ არხზე ითქვა?