თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თეთრი სახლის კორესპოდენტთა მიღებაზე მომხდარი სროლის გამო მწუხარება გამოხატა.
„პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ინციდენტს დემოკრატიისა და პრესის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ საზარელ ქმედებად მიიჩნევს და დაშავებულ უსაფრთხოების თანამშრომელს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს“, – აღნიშნულია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, აშშ-ში, თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე, რომელსაც დონალდ ტრამპი ესწრებოდა, სროლა იყო.
სროლაში ეჭვმიტანილი პირი 31 წლის კოულ ტომას ალენია. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული მასალებიდან ირკვევა, რომ ის ლოს ანჯელესის მახლობლად, კალიფორნიის შტატის ქალაქ ტორენსში მასწავლებელი იყო.

