თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე, რომელიც ვაშინგტონში, სასტუმრო „ჰილტონში“ იმართებოდა და რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი ესწრებოდნენ, სროლა იყო.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და თავდაცვის მდივანი.
სროლის შემდეგ აშშ-ის კაბინეტის წევრების ევაკუაცია განხორციელდა. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა, დაკავებულია თავად თავდამსხმელი.

