თინა ხიდაშელი: ერთმნიშვნელოვანი იყო, რომ მურუსიძე „მეორედ მოსვლით“, ბიძინა ივანიშვილის მთავარი საყრდენი ხდებოდა, მაგრამ სანამ „ოცნებაში“ ჩვენ ვიყავით, ვერაფერს ბედავდა

Read Time:50 Second

2015 წელს მურუსიძის გარშემო უფრო მაღალი ხარისხის კონცენტრაცია მოხდა „ოცნების“, ვიდრე ჩვენს გარშემო, მაგრამ სანამ იქ ვიყავით, ვერაფერს ბედავდა – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

„ერთადერთი რეაგირება, რაც დააკლდა პროცესს, იყო ის, რომ 2015 წელს მურუსიძის გამო ჩვენ წავსულიყავით კოალიციიდან, სხვა არაფერი არ დაგვიკლია პროცესისთვის. მე ბევრჯერ მითქვამს, რომ იმ მომენტში, იმ პროცესში მურუსიძემ გვაჯობა ჩვენ, მის გარშემო უფრო მაღალი ხარისხის კონცენტრაცია მოხდა პარტია „ქართული ოცნების“, ვიდრე ჩვენს გარშემო, ჩვენი პოზიციების გარშემო. ჩვენ პარლამენტში ათი ხმა გვქონდა და იმ ათ ხმას საით მივცემდით, არავითარი მნიშვნელობა ამას არ ჰქონდა. 2015 წლიდან დაიწყო ფესვების გადგმა უფრო სიღრმისეულად, მაგრამ სანამ ჩვენ იქ ვიყავით, მურუსიძე ვერაფერს ვერ ბედავდა. მურუსიძე იყო იქ, სადაც უნდა ყოფილიყო, მას ადგილი ჰქონდა მიჩენილი, მაგრამ მისი დიდი შემობრუნებით, თუ მეორედ მოსვლით, რაც გინდათ ის დავარქვათ, სრულიად ერთმნიშვნელოვანი იყო, რომ ეს მეორედ მოსვლა იმას ემსახურებოდა, რომ კი ბატონო, ერთი ორი წელი არაფერს არ წყვეტდა, მაგრამ ხვალ და ზეგ ის ხდებოდა ბიძინა ივანიშვილის მთავარი საყრდენი. ჩვენ ამას ვებრძოდით, ვებრძოდით საჯაროდ“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბაკურ ბაკურაძე: ვულოცავ “ქართულ ოცნებას” დაბადების დღეს – რადგან არ ვხმაურობთ ნურავის ეგონება, რომ არ ვარსებობთ!
Next post სტოლტენბერგი: დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა მზად არის, უფრო მეტი ტერიტორია დაიბრუნოს