ბაკურ ბაკურაძე: ვულოცავ “ქართულ ოცნებას” დაბადების დღეს – რადგან არ ვხმაურობთ ნურავის ეგონება, რომ არ ვარსებობთ!

Read Time:48 Second

როდესაც მოქალაქეების დიდი უმრავლესობა მმართველი პარტიის მადლიერია ე.ი. ქვეყანა სწორად ვითარდება და კეთილდღეობა სუფევს! – რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე პარტია “ქართულ ოცნებას” დაარსებიდან 11 წლის იუბილეს ულოცავს:

“ვულოცავ ქართული ოცნება / Georgian Dream დაბადების დღეს!

სწორედ ისაა დღეს ჩვენი ქვეყნის მშვიდობის გარანტი და ამ ურთულეს პერიოდში სტაბილურობის, მშვიდობიანი ცის, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და განვითარების შემოქმედი!

ამის, ყველაფრის დამნახავი, მიმხვედრი და დამფასებელი ადამიანი ამ ქვეყანაში ბევრია, ეს ხალხი მუშაობს, უმაღლესი პასუხისმგებლობით ეკიდება თავის საქმეს, სახელმწიფოებრივად აზროვნებს და რაც ყველაზე მთავარია ადექვატურად აფასებს ყველა მოვლენას. ეს ადამიანები თქვენს შეცდომასა თუ ნაკლს ხედავენ და გითითებენ, რჩევას გაძლევენ კორექტულად ისე, როგორც ცივილურ ქვეყანას და საზოგადოებას შეეფერება.

სწორედ ესაა ის ელექტორატი, რომელიც საარჩევნო უბანთან აკეთებს საკუთარ არჩევანს ჩუმად, მშვიდად და წყნარად!

ასეთია ჩვენი ქვეყნის ამომრჩეველთა უმრავლესობა და რადგან არ ვხმაურობთ ნურავის ეგონება, რომ არ ვარსებობთ!

უბრალოდ არ გვცალია, ვშრომობთ!“ქართულ ოცნებას” გისურვებთ წარმატებას და მადლიერი ამომრჩევლის რიგების გაზრდას!

როდესაც მოქალაქეების დიდი უმრავლესობა მმართველი პარტიის მადლიერია ე.ი. ქვეყანა სწორად ვითარდება და კეთილდღეობა სუფევს!

გმადლობთ ყურადღებისათვის” – წერს ბაკურ ბაკურაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება მტკიცებულებების გარეშე ქართველი მოსამართლეების დასანქცირება – ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია
Next post თინა ხიდაშელი: ერთმნიშვნელოვანი იყო, რომ მურუსიძე „მეორედ მოსვლით“, ბიძინა ივანიშვილის მთავარი საყრდენი ხდებოდა, მაგრამ სანამ „ოცნებაში“ ჩვენ ვიყავით, ვერაფერს ბედავდა