თინა ბოკუჩავა: „ოცნებამ“ საგარეო კურსთან მიმართებაში ფერი იცვალა და ზურგი აქცია ქართველი ხალხის ნებას – ეს პრეზიდენტის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილია

Read Time:37 Second

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში დღევანდელ გამოსვლაში აღნიშნა, რომ საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს მოსკოვისა და თბილისის გზავნილები – ამის შესახებ „ნაცმოძრაობის“ დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ქართულმა ოცნებამ“ ფერი იცვალა საგარეო კურსთან მიმართებაში, გააცრუა საქართველოს მოქალაქეების იმედი და ზურგი აქცია ქართველი ხალხის ნებას – ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი პარლამენტში პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლაში. ბოლო რამდენიმე თვის და წლის მოვლენებს თუ შევხედავთ, ნამდვილად რთულია თვალი არ გავუსწოროთ იმ რეალობას, რომ დღეს ყველაზე ცხადად ჩანს „ქართულ ოცნებად“ წოდებული რუსული ოცნების ფერის ცვალება. თუმცაღა ეს არის დიდხნიანი პროცესი, რომელიც უბრალოდ ახლა კიდევ უფრო თვალხილული გახდა ბევრი ადამიანისთვის და სწორედ ამიტომ გაამახვილა ყურადღება სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნულ საკითხზე. მან მეტიც თქვა, რომ საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს მოსკოვისა და თბილისის გზავნილები, მათ შორის ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის სურვილთან დაკავშირებით“,- აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მსახიობი ზაზა მიქაშავიძე გარდაიცვალა
Next post საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს, დოქტორ შირო ნაკატას შეხვდა