თეონა ბაქრაძე – გამარჯვება შეგვეძლო, თუმცა ფრეც არაა ცუდი შედეგი

Read Time:50 Second

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა კომენტარი გააკეთეს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩზე, რომელიც ლიეტუვასთან 2:2 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების რიგებში დუბლი თეონა ბაქრაძემ შეასრულა. მე-12 წუთზე ჩვენი გუნდის შემტევმა ანა ჩემინავას პასით გაიტანა, ხოლო მე-19 წუთზე – თინათინ ამბალიას გადაცემით.

თეონა ბაქრაძე, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი: „გამარჯვება შეგვეძლო, თუმცა 2:2 არ არის ცუდი შედეგი. მადლობა გოგონებს. ვეცდებით, რომ მომდევნო თამაშებისთვის დადებითი მუხტი შევინარჩუნოთ და მოვიგოთ. მადლობას ვუხდი თითოეულ გულშემატკივარს მობრძანებისთვის და მხარდაჭერისთვის“.

თათია გაბუნია, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი: „ძალიან ბევრი გულშემატკივარი გვყავდა და ყველას დიდ მადლობას ვუხდი დღევანდელი დღისთვის. საინტერესო შეხვედრა იყო. დიდი მოლოდინი გვქონდა, მოსამზადებელი ეტაპიც საინტერესო იყო, რამაც საბოლოო შედეგამდე მიგვიყვანა. მადლობა გოგონებს, რომ თამაში დადებითი შედეგით დავასრულეთ.

ცოტა უცნაური შეგრძნებაა, როდესაც ტრიბუნებიდან შენი სახელი ისმის. სასიამოვნოა და უფრო მეტის გაკეთების სურვილს განიჭებს. გინდა, რომ იმაზე უფრო მაგარი იყო, ვიდრე დღეს ხარ. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ჩვენ გვერდით იდგა“.

საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 9 აპრილს, ბელარუსის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი ნეიტრალურ მოედანზე, კვიპროსში ჩატარდება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „კატასტროფა ელოდებათ წინ, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ვერ მოიგებენ არჩევნებს“ – დავით ზურაბიშვილი
Next post ვიქტორ ჯაფარიძე: “კაპიტანი გიგაურის” “საერთაშორისო გამჭვირვალობამ” ამ წლების განმავლობაში 18 მილიონი დოლარი საიდან და რაში მიიღო, ან რაში დახარჯა? გამოვიდეთ იმ ილუზიებიდან, რომ ვინმე ვინმეს ფულს ტყუილად ჩუქნის