თენგო გოგოტიშვილი პატრიარქზე: მრევლს რატომ ატყუებთ, რომ ეს კაცი მართავს ვინმეს და რამეს? ვერ დადის, ვერ სწევს თავს, ვერ ლაპარაკობს

Read Time:41 Second

ახლა შემხვდა ილია მეორის საახალწლო მიმართვა. მართლა დამეწვა გული. ვისაც გულით გიყვართ, ამას რატომ უკეთებთ კაცს?, – ასე ეხმიანება ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი ილია მეორის საახალწლო მიმართვას.

მისი აზრით, უწმინდესი ვერ დადის, ვერ საუბრობს და მანიპულაციის მსხვერპლია. ამიტომ, პენსიაზე უნდა გაუშვან და მისი სახელით ეკლესიისთვის ყველანაირი ,,მყრალი”გადაწყვეტილებების მიღებას მოერიდონ.

„ახლა შემხვდა ილია მეორის საახალწლო მიმართვა. მართლა დამეწვა გული. ვისაც გულით გიყვართ, ამას რატომ უკეთებთ კაცს? ან მრევლს რატომ ატყუებთ, რომ ეს კაცი მართავს ვინმეს და რამეს? ან თუნდაც, იღებს გადაწყვეტილებას თევზით ხსნილების შესახებ. ვერ დადის, ვერ სწევს თავს, ვერ ლაპარაკობს – მანიპულაციის მსხვერპლია ჩვეულებრივი! გიზით ტახტზე და მისი სახელით წყვეტთ ყველანაირ სიმყრალეს ეკლესიისთვის.

გაუშვით პენსიაზე, დაასვენეთ და გეყოთ სინდისი, თქვენი სახელითა და ავტორიტეტით მართოთ ეკლესია. თუკი გაქვთ, რამე სახელი და სინდისი ზაგორსკისა და ტიხონის უნივერსიტეტის აქეთ, ქრისტეს ფეხის მკვნეტელებო, პედოფილებო, მემრუშეებო და ლექსოს მკვლელებო!“, – წერს გოგოტიშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან და შვილთან ერთად
Next post ილია მეორეს 90 წელი შეუსრულდა