თენგიზ ცერცვაძე: ჩვენ უნდა გავიკეთოთ მსოფლიოში ყველაზე კარგი ვაქცინა

Read Time:1 Minute, 7 Second

კორონავირუსმა შექმნა სიძნელეები, საიდანაც სწრაფი და მარტივი გამოსავალი არ არსებობს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა

ამასთან, მისივე თქმით, საქართველომ აზერბაიჯანის მსგავსად იმიტომ არ გამოიყენა ჩინური ვაქცინა, რომ დაზუსტებით არავინ იცის, რამდენად ეფექტურია ის.

„აზერბაიჯანი არ დაელოდა „ფაიზერის“, „მოდერნას“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს, რომელზეც ჩვენს საზოგადოებას ცალსახა მოთხოვნა აქვს და გაიკეთა ჩინური ვაქცინა, მაშინ, როდესაც ჩვენი მოქალაქეები და პირველ რიგში, ჩვენი ოპონენტები, ხმამაღლა აცხადებდნენ, არ გაბედოთ და ჩინური ვაქცინის შემოტანა. ჩვენ უნდა გავიკეთოთ მსოფლიოში ყველაზე კარგი ვაქცინა. აზერბაიჯანმა სხვა გზა აირჩია, მან გაიკეთა ჩინური ვაქცინა“, -განაცხადა ცერცვაძემ.

შეკითხვაზე, იმოქმედა თუ არა ოპოზიციის კრიტიკამ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე ვაქცინის შეძენასთან დაკავშირებით, ცერცვაძემ განაცხადა, რომ გარკვეულწილად, შესაძლოა ამანაც იმოქმედა.

„ჩვენ რომ დაგვეწყო ჩინური ვაქცინით აცრა, მაშინ რა რეაქცია იქნებოდა? მაშინ გვეტყოდნენ, რომ ხალხის ბედი არ ანაღვლებს მთავრობას და ჩინური, შეუმოწმებელი, არასანდო და შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის საშიში ვაქცინაცია დაიწყესო. შეიძლება ჩვენ გამოგვეყენებინა ჩინური ვაქცინა და ის ძალიან კარგი ყოფილიყო. ჩემი პირადი განცდაა, რომ ის ცუდი არ იქნება, მაგრამ ეს ჩემი პირადი განცდაა და ამის არგუმენტები და დოკუმენტები არ მაქვს. კვლევის შედეგები არ მაქვს. შესაძლოა, ის კარგი აღმოჩნდეს და ამ შემთხვევაში, აზერბაიჯანის არჩეული გზა იქნება სწორი და ის დარჩება მოგებული და ჩვენ დავრჩებით წაგებული, მაგრამ შეიძლება ჩინური ვაქცინა აღმოჩნდეს არასანდო ან ჯანმრთელობისთვის დამაზიანებელი. მაშინ ნახეთ კრიტიკის რა ქარცეცხლი დაატყდება აზერბაიჯანს და მის მთავრობას. მაშინ აღმოჩნდება, რომ ჩვენი პოზიცია, რომელიც უფრო ფრთხილი იყო, სწორი ყოფილა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იუსტიციის მინისტრი: ჩვენ მყარად შეგვიძლია ვთქვათ – სტრასბურგის სასამართლოს მიაჩნია, რომ რუსეთი ოკუპანტია
Next post „ქართული ოცნების“ სამდივნოს შემადგენლობა ცნობილია