თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში ჯანდაცვის სისტემა ძალიან გამართულად მუშაობს. არცერთი ავადმყოფი არ რჩება ექიმისა და სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გარეშე

Read Time:44 Second

საქართველოში ჯანდაცვის სისტემა (ოჯახის ექიმები, სასწრაფო დახმარება, კლინიკები) ძალიან გამართულად მუშაობს. არცერთი ავადმყოფი არ რჩება ექიმისა და სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გარეშე, – ამის შესახებ ნათქვამია ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში.

„ყველა COVID-ით ავადმყოფს საჭირო შემთხვევაში ჩვენების მიხედვით უტარდება პროაქტიური მკურნალობა თანამედროვე მედიკამენტებით და ოპტიმალური მიდგომებით, მათ შორის ადრეული ანტივირუსული მკურნალობა სადღეისოდ საუკეთესო პრეპარატებით: პაქსლოვიდით და რემდესივირით. სწორედ ამის შედეგია, რომ COVID-ით გარდაცვალების შემთხვევები დაყვანილია მინიმალურ ნიშნულზე, ხოლო გრიპით და სხვა რესპირაციული ინფექციებით კლინიკების უდიდესი გადატვირთვის მიუხედავად წლევანდელ სეზონში პრაქტიკულად არცერთი გარდაცვალების შემთხვევა არ გვქონია. შესადარებლად 2009-2010 წლების გრიპის ეპიდემიის დროს საქართველოში სულ ცოტა 50 გარდაცვალების დადასტურებული შემთხვევა იყო დაფიქსირებული, ხოლო ამერიკის CDC-ის ოფიციალური გათვლებით აშშ-ში წლევანდელ სეზონში დაფიქსირებულია გრიპის მინიმუმ 15 მილიონი შემთხვევა, 150 ათასი ჰოსპიტალიზაცია და 9300 გარდაცვალება. ასეთია სადღეისოდ ქვეყანაში COVID-ის და სხვა რესპირაციული ინფექციების რეალური და არავირტუალური ეპიდსიტუაცია, რისი უარყოფაც ჩვენს ყველაზე კრიტიკულად განწყობილ ოპონენტებსაც კი უჭირთ“, – აცხადებს ცერცვაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიგლა ბარამიძე: სააკაშვილის ლობისტები აშანტაჟებენ იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც ურთიერთობა ჰქონდათ მასთან და ეუბნებიან – თუ არ გამოიყვანთ სააკაშვილს საქართველოდან, ის დაიწყებს საუბარს 2008 წლის აგვისტოს ომის მთელ რიგ პერიპეტიებზე
Next post კახა კალაძემ უკრაინელ მოზარდებს „საახალწლო სოფელში“ უმასპინძლა