თენგიზ ცერცვაძე: ოქსფორდის უნივერსიტეტი COVID19-ის ვაქცინის კვლევას განაახლებს და საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ პრეპარატს მიიღებს

Read Time:41 Second

COVID19-ის პრევენციისთვის რამოდენიმე ვაქცინა უკვე შექმნილია. გადის გამოცდებს, ზოგი მეტი და ზოგი ნაკლები წარმატებით, – ამის შესახებ ტვ. „ფორმულას“ ეთერში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით გამოიკვეთა ლიდერი ვაქცინა, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტში დამზადდა და შვედური კომპანია AstraZeneca აწარმოებს. ასევე დაწინაურდა სამი ამერიკული ვაქცინა. არის სერიოზული იმედები, რომ წლის ბოლოს ეს ვაქცინები მზად იყოს.

„მაგრამ ეს არაა იოლი. ოქსფორდმა შეაჩერა COVID19-ის ვაქცინის კლინიკური კვლევის მესამე ფაზა იმიტომ რომ იმ 30 ათასი პირიდან რომელიც ვაქცინას თავის თავზე ცდიდა, ერთს დაემართა უცნობი დაავადება. პროტოკოლი მოითხოვს რომ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს და დადგინდეს ეს დაავადება დაკავშირებულია თუ არა ვაქცინასთან. ახლა გვაცნობეს რომ ეს კვლევა განახლდება. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება რომელიც ამ ვაქცინას მიიღებს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

9 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე კლინიკური ცდები შეწყდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის წარმომადგენელთა აღიარებების სერიას დღეს მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი აღიარება დაემატა
Next post მარკ იგანი საქართველოს რაგბის ნაკრების „რვა ერში“ თამაშზე: ესაა უდიდესი მიღწევა