თენგიზ ცერცვაძე: კომენდანტის საათი რომ მოიხსნას, ადამიანები ძნელად შეიკავებენ თავს ხალხმრავალი შეკრებებისგან

Read Time:29 Second

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ანატომიასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ის შეზღუდვები, რომელიც ჯერ კიდევ მოქმედებს ქვეყანაში, სულ მცირე, ერთი თვე მაინც უნდა გაგრძელდეს. მისივე განცხადებით, ჯერჯერობით საჭიროა, მოქმედებდეს კომენდანტის საათიც.

„ბევრი კითხულობს გულწრფელად ან პროვოკაციულად, რომ „კი ბატონო, საჭიროა სოციალური დისტანცირება, ხელების დაბანა, პირბადის ტარება, მაგრამ კომენდანტის საათი რას გვაძლევს?“. ერთი ადამიანი, რომელიც ქუჩაში გამოდის და მას აჯარიმებენ, მართლაც უსიამოვნო პროცედურაა და შეიძლება, ამ კუთხით, არც იყოს გამართლებული, მაგრამ კომენდანტის საათი რომ მოიხსნას, ადამიანები ძნელად შეიკავებენ თავს ხალხმრავალი შეკრებებისგან. ამ ხალხმრავალი შეკრებების აკრძალვის მოხსნის დრო კი ჯერ არ მოსულა“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკოლოზ ჩხეტიანი: ნებისმიერ მოქალაქეს, თბილისელს და დედაქალაქის სტუმარს მიეცემა შესაძლებლობა, დატკბეს ჩვენი თბილისის ბუნებით
Next post გიორგი გახარია – როგორ დააკავებენ მიხეილ სააკაშვილს, რომ მან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავოს, ძალიან მაინტერესებს და ამას დავაკვირდებით