გიორგი გახარია – როგორ დააკავებენ მიხეილ სააკაშვილს, რომ მან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავოს, ძალიან მაინტერესებს და ამას დავაკვირდებით

Read Time:43 Second

როგორ დააკავებენ მიხეილ სააკაშვილს იმისგან, რომ მან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავოს, ეს ძალიან მაინტერესებს და ამას დავაკვირდებით, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებზე, რომ სააკაშვილის დანიშვნა მათი ქვეყნის შიდა საქმეა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მსგავს წინადადებებს უნდა მოჰყვეს გაგრძელება, რომ ისინი ასევე უზრუნველყოფენ, რომ შემდგომში სააკაშვილის მხრიდან სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა არ გაგრძელდეს.

„გასაგებია, რომ ის დაინიშნა არა მაღალ სამთავრობო პოზიციაზე, არამედ რაღაც მრჩევლად თუ საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელად, მაგრამ ეს მაინც გაურკვეველია. ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს ოდესის შემდგომ, რა ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ ამ გაურკვეველი ისტორიის შემდეგ საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობები დაგვებრუნებინა ნორმალურ, სტრატეგიული მოკავშირეობის ფარგლებში. მე პირადად ვიყავი ამაში ჩართული და ვიმყოფებოდი კიევში, მქონდა შეხვედრები. ჩვენს ელჩს ვიწვევთ კონსულტაციებისთვის მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკურმა ავანტიურისტებმა არ შეძლონ ჩვენს მოძმე და სტრატეგიულ პარტნიორთან ჩვენი ურთიერთობები რისკის ქვეშ დააყენონ, ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა პრემიერმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძე: კომენდანტის საათი რომ მოიხსნას, ადამიანები ძნელად შეიკავებენ თავს ხალხმრავალი შეკრებებისგან
Next post დღის ფოტო-დღე ესე მიაცილებდნენ საპარტულო სამსახურის თანამშრომლები ომის ვეტან ბაბუას უცნობი ჯარისკაცის მემორიალამდე.