თენგიზ ცერცვაძე – ინფიცირებულთა 80 პროცენტში კორონავირუსი საშუალო სიმძიმით, მსუბუქად და უსიმპტომოდ მიმდინარეობს

Read Time:1 Minute, 21 Second

ინფიცირებული ადამიანების 80 პროცენტში კორონავირუსი საშუალო სიმძიმით, მსუბუქად და უსიმპტომოდაც კი მიმდინარეობს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ორივე პაციენტს, რომელსაც საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა, დაავადების სიმპტომები არ ჰქონდათ.

„სინამდვილეში, ის მხოლოდ ერთ მეხუთედ შემთხვევებში მიმდინარეობს მძიმედ, ხოლო ოთხ მეხუთედ შემთხვევაში, 80%-ში, ის მიმდინარეობს საშუალო სიმძიმით, მსუბუქად და უსიმპტომოდაც კი. ამის მაგალითია ის, რომ ორი პაციენტი, რომელთაც დაუდასტურდა კორონავირუსით ინფექცია, ორივე დადასტურების მომენტში იყო უსიმპტომოდ. რომ არ ყოფილიყო მაღალი სიფხიზლე ამ პაციენტების მიმართ, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მოგზაურობდნენ მაღალი რისკის ქვეყნებში, ისინი აქ არ მოეყვანათ და მხოლოდ კლინიკური ნიშნებით ემსჯელათ, არც ერთ მათგანს არ ჰქონდა მაღალი ტემპერატურა და მძიმე, მწვავე რესპირაციის სინდრომები.  ისინი არ მოხვდებოდნენ ჩვენთან და დიდი ალბათობით გაავრცელებდნენ ინფექციას. სწორედ უსიმპტომო პაციენტები წარმოადგენენ მთავარ საფრთხეს ინფექციის გავრცელებისათვის. ვინც სიმპტომურია, ვინც მძიმე ავადმყოფია, ის ძალაუნებურად იზოლირებულია, წევს ან სახლში, ან საავადმყოფოში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე ინფორმაციით, 31 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, იტალიაში ქართველი ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა.

„ახალი პაციენტი გახლავთ ახალგაზრდა ქალი, 31 წლის, რომელიც ქართულ ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა იტალიაში, რამდენადაც ვიცი, იმ ქალაქებში, სადაც არ არის  ეპიდემიის მაღალი რისკი, სადაც არ არის ბევრი ინფიცირებული. როგორც ჩანს, იტალიაში ყველა ადგილი უკვე სახიფათო ხდება“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე ინფორმაციით, ინფიცირებული ქალის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.

ამასთან, როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, ამჟამად, ინფექციური პათოლოგიის ცენტრში 34 პაციენტი იმყოფება.

„რამდენადაც ვიცით, მათი ნაწილი გამოკვლეულია და არის პასუხები; ორია მხოლოდ ინფიცირებული და დანარჩენი ელოდება საკარანტინო სივრცეში გადაყვანას. ისინი ჩვენს კლინიკაში არ დარჩებიან. 16 პაციენტს აღებული აქვს მასალა გამოსაკვლევად და დღის ბოლოს ველოდებით 16 პაციენტის პასუხებს. რაც შეეხება ქალბატონს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ჩვენი ინფორმაციით, ექვს-შვიდ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. ჯერ მათი მოძიება მიმდინარეობს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე – ჩვენი ქვეყანა იღებს შესაბამის ზომებს და ვართ პანდემიური მზადყოფნის რეჟიმში
Next post საქართველომ, შესაძლოა, პირბადეების წარმოება დაიწყოს