თემქაზე მოკლული გოგოს მამა, შეყვარებული და მეგობრები დაკითხეს

Read Time:21 Second

თემქაზე მოკლული ახალგაზრდა გოგოს მამამ მომხდარის შესახებ გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა. მამუკა ნაცვლიშვილის თქმით, მან ყველაფერი უთხრა გამოძიებას რაც იცოდა, დეტალებზე კი სხვას ვერაფერს იტყვის.

არსებული ინფორმაციით, ამ წუთებში გამომძიებლები ანი ნაცვლიშვილის შეყვარებულს და მეგობრებს კითხავენ.

თემქაზე ნაპოვნ ახალგაზრდა გოგოს ცივი იარაღით ჭრილობები სხეულის სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის სავარაუდოდ, ყელის არეში აქვს მიყენებული. არაოფიციალური ინფორმაციით გოგოს უცნობმა პირმა დაურეკა, კორპუსის ეზოში ჩასვლა სთხოვა და მოგვიანებით უკვე კორპუსის უკან პატარა სკვერში ყელგამოჭრილი იპოვეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თავდაცვის სამინისტროში „ოჯახების მზადყოფნის პროგრამა“ იწყება
Next post გამოკითხვა: უკრაინის საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის იულია ტიმოშენკო ლიდერობს