თემურ მღებრიშვილი: 3 საათზე ნაკლებ დროში, პირველი ვერტმფრენი უკვე სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებაში მონაწილეობდა – მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სითბური დრონები

Read Time:1 Minute, 45 Second

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან დეტალურად ისაუბრა რაჭაში მომხდარი სტიქიის შედეგების აღმოფხვრისთვის მიმდინარე სამუშაოებისა და განვითარებული მოვლენების შესახებ.

მისი თქმით, შეტყობინების შემოსვლისთანავე როგორც თბილისიდან, ასევე ქუთაისიდან მობილიზდა ვერტმფრენები, თუმცა მეტეოროლოგიური პირობების გამო ქუთაისში განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფ მორეაგირე ჯგუფთან ერთად მობილიზებული ვერტმფრენი ვერ ჩაერთო.

„მსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ შემაჯამებელი ინფორმაცია შსს-ს კომპეტენციის ფარგლებში, როგორც მიმდინარე საკითხებზე, საძიებო სამუშაოებზე, ასევე პირველივე წუთიდან ქრონოლოგიურად რა ხდებოდა 112 -ში შემოსული პირველი შეტყობინების შემდეგ. როგორც იცით, 3 აგვისტოს 15 საათსა და 10 წუთზე დაფიქსირდა ზარი 112-ში, რომელიც გადამისამართდა, როგორც წესი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცენტრში. ინფორმაცია იყო შოვში მეწყერში მოყოლილი ადამიანების შესახებ. დაუყოვნებლივ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება როგორც ცოცხალი ძალის მობილიზების, ასევე სწრაფი რეაგირების ჯგუფების დაკომპლექტების და ავიაციის მობილიზების და მომზადების. ავიაციას როცა ვგულისხმობ, აქ არის საუბარი როგორც თბილისში დისლოცირებულ ვერტმფრენებზე, აგრეთვე ქუთაისში, კოპიტნარის აეროპორტში მობილიზებულ ვერტმფრენზე. პარალელურ რეჟიმში ინფორმაცია მიღებულ იქნა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში და პოლიციის თანამშრომლები შემთხვევის ადგილისკენ გამოემართნენ.

როგორც თბილისიდან, ასევე ქუთაისიდან მობილიზდა ვერტმფრენები. მეტეოროლოგიური პირობების გამო ქუთაისში განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფ მორეაგირე ჯგუფთან ერთად მობილიზებული ვერტმფრენი ვერ ჩაერთო. სამაშველო ღონისძიებაში თბილისიდან გაემგზავრა სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. სამ საათზე ნაკლებ დროში პირველი ვერტმფრენი უკვე სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას. სტიქიის ზონაში გაემგზავრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი და მინისტრის მოადგილე, შემთხვევის ადგილზე გავემგზავრეთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი პირები. სამაშველო ღონისძიებებში ჩართული ვერტმფრენი სტიქიის ზონაში, „სანსეტ შოვის“ მიმდებარე მოედანზე საკმაოდ რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში დაფრინდა და უშუალოდ დამეწყრილ ტერიტორიაზე მოყოლილი 70 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, სტიქიის პირველივე ღამეს, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სითბური დრონები, ხოლო სამძებრო ღონისძიებებში ავიაციის ჩართულობა, რელიეფიდან და სტიქიის არეალში განლაგებული საკომუნიკაციო ანძების გათვალისწინებით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო.

„ვერტმფრენისა და სითბური დრონების საშუალებით დათვალიერდა სტიქიის ზონის მიმდებარე პერიმეტრი, პარალელურად, პოლიციის თანამშრომლებისა და მეხანძრე-მაშველების მიერ შეირჩა უსაფრთხო ადგილები, სადაც დამეწყრილი ტერიტორიებიდან ხდებოდა მოქალაქეების გამოყვანა და მობილიზება. ამავდროულად, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა საგანგებო თათბირი, შეიქმნა საკოორდინაციო შტაბი და ამოქმედდა დამატებით ცხელი ხაზი, დაკარგული პირების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირების მიზნით. აქვე, კიდევ ერთხელ მინდა, განვმარტო, რომ ღამის განმავლობაში მუშაობდა სითბური დრონები, ხოლო სამძებრო ღონისძიებებში ავიაციის ჩართულობა, რელიეფიდან და სტიქიის არეალში განლაგებული საკომუნიკაციო ანძების გათვალისწინებით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თემურ მღებრიშვილი: სტიქიიდან მეორე დღესვე დაკარგული პირების სია განისაზღვრა 36 პირით, მოხდა 33 პირის ზუსტი იდენტიფიცირება, ხოლო ერთი პირის ვინაობა მოგვიანებით დაზუსტდა
Next post  თოჯინა ერთადერთი რამ არის, რაც შვილისგან დარჩა-მამის სულიშემძვრელი ფოტო ტრაგედიის ადგილიდან