0 0
Read Time:44 Second

თეთრი სახლი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბოლო განცხადებებს გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ რუსეთს “წაახალისებს” ნატოს ერთ-ერთ ისეთ წევრს დაესხეს თავს, რომელიც არ ასრულებს ალიანსის წინაშე ფინანსურ ვალდებულებებს.

“მკვლელი რეჟიმების ჩვენს უახლოეს მოკავშირე ქვეყნებში შეჭრის წახალისება საშინელი და არანორმალურია – და ეს საფრთხეს უქმნის ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას, გლობალურ სტაბილურობას და ჩვენს ეკონომიკას,” – თქვა თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილე ენდრიუ ბეიტსმა.

მან აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს “ნატო ახლა ყველაზე ცოცხალი ორგანიზაციაა, რაც კი ოდესმე ყოფილა.”

სამხრეთ კაროლინაში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე ტრამპმა გაიხსენა, როგორ დაიმუქრა, რომ “წაახალისებდა რუსეთის” თავდასხმას ნატოს ისეთ წევრზე, რომელიც არ ასრულებდა ალიანსის წინაშე ფინანსურ ვალდებულებებს.

იანვრის დასაწყისში, შიდა ბაზრის საკითხებში ევროკომისარმა ტიერი ბრეტონმა აღწერა, თუ როგორ უთხრა დონალდ ტრამპმა ევროპელ ოფიციალურ პირებს, რომ შეერთებული შტატები დატოვებს ნატოს და ევროპას ომის შემთხვევაში დახმარების იმედი არ უნდა ჰქონდეს.

საპასუხოდ, ტრამპმა თქვა, რომ მისი მუქარის შემდეგ, ნატოს ქვეყნებმა “მილიარდობით და მილიარდობით” დოლარის დახარჯვა დაიწყეს კოლექტიური თავდაცვისთვის.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები