თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის საკითხზე ტელეფონით ისაუბრეს

Read Time:28 Second

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის საკითხზე ტელეფონით ისაუბრეს. თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ისა და თურქეთის ლიდერებმა შეშფოთება გამოხატეს უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრის გამო.

„ლიდერებმა დაადასტურეს უკრაინის მთავრობის და ხალხის მტკიცე მხარდაჭერა და ხაზი გაუსვეს რუსეთის აგრესიის დაუყოვნებლივი შეწყვეტის აუცილებლობას. პრეზიდენტმა ბაიდენმა მადლიერება გამოხატა თურქეთის ლიდერის ძალისხმევისთვის, რომელიც მხარს უჭერს კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებას, ისევე როგორც თურქეთის ურთიერთქმედებისთვის რეგიონულ ლიდერებთან, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობის და სტაბილურობის გამყარებას“, – განაცხადეს თეთრ სახლში.

როგორც თეთრი სახლის პრესმდივნამა, ჯენ ფსაკიმ თქვა, ბაიდენისა და ერდოღანის სატელეფონო საუბარი საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მეუფე შიო: ინებოს უფალმა, რომ ეს დიდი მარხვა ყოფილიყოს ჩვენთვის სულიერი გაზაფხულის ჟამი, განწმენდის ჟამი
Next post ირაკლი ლატარია დეკანოიძეზე-1000 დოლარიანი ხელფასის გამო, საქართველოს მოქალაქეობაზე უარის მთქმელი დეკანოიძე, ნახეთ რა განცხადებას აკეთებს?