თეა წულუკიანი: უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრებისგან მუქარა იყო სხვადასხვანაირი

Read Time:37 Second

უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრებისგან მუქარა იყო სხვადასხვანაირი. მაგალითად – თქვენ თუ ამას არ გააკეთებთ ისე, როგორც გეუბნებით, შეიძლება საერთოდაც ვერ წავიდეს ამ ხელისუფლების საქმე ისე, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

„დღეს შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ ერთი ხელშემშლელი იმ რეფორმებისა, რომლებსაც ხელისუფლების სახელით იუსტიციის სამინისტრო საქართველოს პარლამენტთან და საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად ედგა სათავეში, იყო, მაგალითად ბატონი ბუკიკიო, რომელიც ვენეციის კომისიას ხელმძღვანელობდა.

იუსტიციის მინისტრის რანგში 8 წლის საქმიანობის განმავლობაში [მახსოვს] რაც ხდებოდა, როგორ ხდებოდა, ვინ მოდიოდა, ვინ რას ითხოვდა, ვინ რას გვემუქრებოდა (მათ შორის უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები). მუქარა იყო სხვადასხვანაირი. მაგალითად – თქვენ თუ ამას არ გააკეთებთ ისე, როგორც გეუბნებით, შეიძლება საერთოდაც ვერ წავიდეს მერე ამ ხელისუფლების საქმე ისე, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ“, – იხსენებს ვიცე-პრემიერი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რა ეღირება 1 კვ.მეტრი ბინა თბილისში 2025 წლისთვის – კალკულაცია მშენებლობის ყველა ხარჯის გათვალისწინებით
Next post იწვევს თუ არა ღამით ზედმეტი განათება კიბოს – მეცნიერებმა 13-წლიანი კვლევა გამოაქვეყნეს