თეა წულუკიანი პრეზიდენტის განცხადებაზე: შეიძლება ითქვას, რომ მან ესროლა მთავრობას და სინამდვილეში, ტყვია ქვეყანას მოხვდა

Read Time:51 Second

ეს ნახევარსაათიანი ბრიფინგი იყო ეთერი, რომელსაც რამდენჯერმე ვუსმინე. არც კი ვიცი საიდან შეიძლება დაიწყო ამ ბრიფინგის შეფასება, იმდენად ბევრი უსამართლობა, ბევრი ფაქტობრივი შეცდომა იყო. შეიძლება ითქვას, რომ მან ესროლა მთავრობას და სინამდვილეში, ტყვია ქვეყანას მოხვდა, – ასე შეაფასა თეა წულუკიანმა პრეზიდენტის ბოლო განცხადება გადაცემაში „იმედი LIVE“. ვიცე-პრემიერის თქმით, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი მთავრობის დაკნინებას ემსახურებოდა.

„არ მოგვეწონა, რომ მან ძალიან ბევრი უსამართლო დარტყმა განახორციელა მთავრობაზე, მაშინ როდესაც შეგვახსენა ტრადიციები. თუ ტრადიციებზე მიდგა საქმე, მე ასეთი ქართული ტრადიცია ვიცი, რომ წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო. სულ სხვა რამეს მოველოდი წინ მყოფი კაცისგან, რომ მისი შვილის ასაკის მინისტრებისა და პრემიერ-მინისტრისთვის ხიდი ყოფილიყო. პირიქით, მოტრიალდა და გვესროლა. მაგრამ ეს ტყვია ჩვენ არ მოგვხვდა, იმიტომ რომ არ გვეკუთვნის. ის მოხვდა იმ საქმეს, რომლისთვისაც [პრეზიდენტი] ჩვენს გაერთიანებას ცდილობდა, ანუ კანდიდატის სტატუსის მოპოვებას. ამით [პრეზიდენტი] პირდაპირ დაჯდა ოპოზიციის დესტრუქციულ ნარატივზე, ჩემდა სამწუხაროდ. მისი ყველა სიტყვა, მისდა უნებურად, მინდა ამის მჯეროდეს, მიმართული იყო იქითკენ, რომ როგორმე მთავრობა, ანუ ამ შემთხვევაში ქვეყანა, არ იყოს წარმატებული ამ გზაზე. რა თქმა უნდა, ეს სულაც არ არის სასიხარულო“, – განაცხადა წულუკიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეა წულუკიანი: ის 10 წელი, რაც ჩვენ ხელისუფლებაში ვართ ფუნდამენტური რეფორმები გატარდა, ურთულეს გზაზე ვიარეთ იმისთვის, რომ ეტაპობრივი წარმატებები გვქონოდა და მოველით სამართლიან გადაწყვეტილებას
Next post არჩილ თალაკვაძე: ძალიან პოზიტიური ვიზიტი აქვს სკანდინავიაში, ევროპაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და ჩვენს საპარლამენტო დელეგაციას