თეა წულუკიანი: ის 10 წელი, რაც ჩვენ ხელისუფლებაში ვართ ფუნდამენტური რეფორმები გატარდა, ურთულეს გზაზე ვიარეთ იმისთვის, რომ ეტაპობრივი წარმატებები გვქონოდა და მოველით სამართლიან გადაწყვეტილებას

Read Time:1 Minute, 7 Second

რა თქმა უნდა, ეს რეზოლუცია არ არის გადაწყვეტილება, მაგრამ მგონია, რომ ის სწორედ იმისთვის შემუშავდა და გამოქვეყნდა, რომ უარყოფითი ზეგავლენა მოეხდინა, – ამის შესახებ საქარ​თველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობამ მართლა დიდი ძალისხმევა გასწია იმისთვის, რომ შედეგი დადგეს კანდიდატის სტატუსის მიღების კუთხით.

„რაკი ეს დღეები ისეთია, რომ ყველა იმას იძახის, რისიც სჯერა, მათ შორის ნახევარ საათიან ბრიფინგზე, ალბათ, მეც მაქვს უფლება, ვთქვა რისიც მჯერა. მე მჯერა, რომ ეს გაკეთებული იყო გარკვეული დესტრუქციული შინაური და გარე ძალების მიერ, იმისთვის, რომ დაზიანებულიყო ჩვენი ქვეყნის მომავალი. ეს იქონიებს თუ არა გავლენას, ამას დავინახავთ რამდენიმე დღეში, მაგრამ საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ მართლაც სიმშვიდის დროა და ამ მთავრობამ დიდი ძალისხმევა გასწია იმისთვის, რომ შედეგი დადგეს. ის 10 წელი, რაც ჩვენ ხელისუფლებაში ვართ, ფუნდამენტური რეფორმები გატარდა და ნაბიჯ-ნაბიჯ ურთულეს გზაზე ვიარეთ იმისთვის, რომ ეტაპობრივი წარმატებები გვქონოდა და მოველით სამართლიან გადაწყვეტილებას. საქართველო მიიღებს იმას, რაც ეკუთვნის. დღეს თითქოს, კულუარებში ისმის, რას ნიშნავს სიტყვა გეკუთვნითო? აი, ასე – ჩვენ გვეკუთვნის და გვეკუთვნის ბევრი რამის გამო. ჩვენი უფლებაა ეს ვთქვათ ხმამაღლა და არა მარტო იმიტომ გვეკუთნის, საიდანაც მოვდივართ, არამედ იმიტომაც გვეკუთვნის, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში გაკეთდა. ჩვენ გვაქვს თვისობრივად სრულიად სხვაგვარი სამართლებრივი სახელმნიფო, ვიდრე 10 წლის წინ გვქონდა და მომდევნო 10 წლის თავზე გვექნება კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე დღეს გვაქვს. ეს არის სწორედ ის დინამიკა, რაც უნდა არსებობდეს ქვეყანაში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანდრია ჯაღმაიძე: თხოვნა იყო, რომ დღეს პრეზიდენტი ილია მეორეს შეხვედროდა, თუმცა, პატრიარქთან შეხვედრები ასე ნებისმიერ დროს ვერ ხერხდება
Next post თეა წულუკიანი პრეზიდენტის განცხადებაზე: შეიძლება ითქვას, რომ მან ესროლა მთავრობას და სინამდვილეში, ტყვია ქვეყანას მოხვდა