თეა წულუკიანი – მადლობა ბრიტანეთის ელჩს სიმართლის თქმისთვის, ახლა ალბათ უნდა ველოდოთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიციის შენაერთები მას თავს დაესხმებიან

Read Time:1 Minute, 1 Second

დასაფასებელია ყველა ის ადამიანი, ვინც რეალობას თვალს უსწორებს და სიმართლეს ამბობს. ამიტომ მადლობა ბრიტანეთის ელჩს სიმართლის თქმისთვის, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა აღნიშნა, რითაც გამოეხმაურა მარკ კლეიტონის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, არ აქვთ უკრაინის დაზვერვის მსგავსი ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარება.

წულუკიანის თქმით, ახლა ალბათ უნდა ველოდოთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიციის შენაერთები ელჩს თავს დაესხმებიან და სიმართლის თქმისთვის უშვერი სიტყვებით გააკრიტიკებენ.

„სიმართლე არსად იკარგება, ფაქტი არის ფაქტი, ფაქტი კი არის ის, რომ საქართველო დღეს არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც ყველაზე ქმედითად ეხმარება უკრაინელ ხალხს, რომელიც საქართველოში იღებს უკრაინელებს, იქნებიან ესენი ხელოვანები, თუ სხვა დარგის სპეციალისტები. ჩვენ ვიცით, რომ კერძო სექტორშიც ძალიან ბევრი უკრაინელი მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი ადამიანი დასაქმდა და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, როგორც ერი და როგორც სახელმწიფო, რათა ის ძალიან მძიმე მდგომარეობა, რაშიც დღეს უკრაინის სახელმწიფო და ხალხი იმყოფება, როგორღაც შევამსუბუქოთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ეს არის რეალობა, რასაკვირველია, ოპოზიციისთვის რეალობა არის მწარე, რადგან მათ სურთ აქ სხვა რეალობა. ომის პარტიას სურს ომი და რასაკვირველია, მათ სურთ ასევ,  რომ საქართველოსა და უკრაინის ხალხებს შორის ისე დაზიანდეს ურთიერთობები, რომ მათი აღდგენა გახდეს შეუძლებელი თუარა, ძნელი, მაგრამ, რასაკვირველია, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეს ურთიერთობები, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო, არ დაზიანდეს და ჩვენ ამას ვაჩვენებთ ყოველდღიურად ჩვენს ქმედებაში“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბოლო 1 კვირის განმავლობაში, საქართველოში კოვიდინფიცირების 745 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი
Next post იუსტიციის მინისტრი: „მოვუწოდებთ სახალხო დამცველს, თუკი აქვთ სააკაშვილის თანხმობა, გაასაჯაროონ წერილობითი კითხვები“