თეა წულუკიანი – ვერც ერთ ძეგლს და მით უმეტეს, გელათის მნიშვნელობის ძეგლს, ვერავინ შეეხება, თუ არ აქვს ოსტატების რეესტრიდან ამონაწერი

Read Time:2 Minute, 53 Second

გელათის პროექტი იყო ხარვეზიანი და არავინ არ მიაქცია ამას ყურადღება, მათ შორის არც იმ ორგანოებმა, რომელსაც პირდაპირ ევალებოდათ ზედამხედველობა, ვგულისხმობ ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს და მის ხელმძღვანელობას, რომელთაგან უმრავლესობა უკვე აღარ არის თანამდებობებზე- ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, გელათის მონასტერთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვების პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, პრობლემა იყო არაკომპეტენტური პირების მიერ ძეგლზე მუშაობაც.

„ცხრა თვეა, რაც სამინისტროს ვხელმძღვანელობთ, მაგრამ არ მგონია, მიზეზების ნუსხას, რომელსაც ჩამოგითვლით, ბევრი რამ შეემატოს მომავალში. მიზეზები იყო ის, რომ პროექტი იყო ხარვეზიანი და არავინ არ მიაქცია ამას ყურადღება, მათ შორის არც იმ ორგანოებმა, რომელსაც პირდაპირ ევალებოდა ზედამხედველობა, ვგულისხმობ პირველ რიგში, ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს და მის ხელმძღვანელობას, რომელთაგან უმრავლესობა უკვე აღარ არის თანამდებობებზე. მეორე პრობლემა იყო არაკომპეტენტური პირების მიერ ძეგლზე მუშაობა, ვინაიდან გეწყინებათ ალბათ, მაგრამ უნდა ვთქვა – წინა ხელისუფლების დროს ძეგლთა დაცვის სისტემა სრულად მოიშალა. ვინც კომპეტენტური იყო, ისინი ჩარეცხეს ასაკიდან გამომდინარე და მე მომიწია სანთლით მეძებნა ის ადამიანები და ის ჯგუფი, რომელსაც მე რჩევას ვეკითხები და შევკრიბე. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ისინი, მაგრამ გამოცდილი არქიტექტორ-რესტავრატორები არიან ყველანი 70-ის და მეტი ასაკის, არაერთი მათგანი 90 წლისაც, მაგრამ ენერგიული და ჩვენ ვნახეთ, რომ სერიოზული დეფიციტია პროფესიების და ამას უკვე მივყავართ იმ სახელოვნებო განათლების რეფორმასთან, რომელზეც მოგვიწევს საუბარი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ოსტატების რეესტრის შექმნის ინიციატივა ბევრმა გააკრიტიკა და საქილიკოდ არ ეყოთ.

„იმისთვის, რომ ჩვენ არ ვიძახოთ სახელოვნებო განათლების რეფორმა ჩატარდება და მერე ამას ეშველება, ამიტომაც ჩვენ აპრილშივე გამოვაცხადეთ ოსტატების რეესტრის შექმნა. ამას მოჰყვა, როგორც ხდება ხოლმე ქილიკი, ქირქილი და რავიცი კიდევ რა, რადგან დღეს ენის მოჩლექით საუბარია მოდაში და „ოსტატი“ სიტყვაც კი, ვიღაცას ძველმოდურად მოხვდა მაშინ ყურში და ბევრმა გაგვაკრიტიკა და თქვა, რომ სადღა არიან ოსტატები, რას ეძებს ეს ქალი და ა.შ. აღმოჩნდა, რომ ეს ოსტატები არამც თუ არიან, ისინი ენთუზიაზმით შრომობენ და ცდილობენ, რომ თავთავიანთი პროფესიები გადაარჩინონ“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, 2022 წლის მაისისთვის იგეგმება ერთიანი სისტემის ჩართვა, რომლის მიხედვითაც, ვერც ერთ ძეგლს და მით უმეტეს გელათის მნიშვნელობის ძეგლს, ვერ შეეხება ვერავინ, თუ მას არ აქვს ოსტატების რეესტრიდან ამონაწერი.

„ჩვენ ვგეგმავთ, თუ ყველაფერი ისე იქნა, როგორც გვინდა, რომ 2022 წლის მაისში ჩავრთოთ სისტემა, რომლის მიხედვითაც, ვერც ერთ ძეგლს და მით უმეტეს გელათის მნიშვნელობის ძეგლს, ვერ შეეხება ვერავინ, თუ მას არ აქვს ოსტატების რეესტრიდან ამონაწერი, რომ ის ნამდვილად არის ხითხურო, ქვითხურო, ან კირითხურო. სხვათა შორის სკამებმა და სკამზე მჯდარმა ყოფილმა ხელისუფლების წევრებმა, რომლებიც დღეს აქ ბევრს საუბრობენ, გააკეთეს ისე, რომ მოიშალა ყველანაირი ლიცენზირების და სერტიფიცირების სისტემა. ეს ასე იყო და  არსებული კანონის მოქმედება შეაჩერეს. რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი უხერხულია, არ მოსწონთ და მოგვიწოდებენ ძვირფასო უმრავლესობის წევრებო, რომ წარსულზე არ ილაპარაკოთო. მე ვსაუბრობ მომავალზე და ვახსენებ იმას ზოგიერთს, თუ რატომ მიწევს დღეს მე ოსტატების ძებნა ქვეყანაში სანთლით ხელში, რადგან მათ ძეგლთა დაცვის სისტემა მთლიანად მოშალეს. შენიშვნა სწორია, რომ 2012-დან 2021 წლამდე გავიდა დრო და შესაძლებელი იყო ამის გასწორება უფრო მალე. ძალიან ლეგიტიმური კრიტიკაა, მაგრამ არ მომერიდება და ვიტყვი – მინისტრის სტატუსითაც კი, მე გამიჭირდა ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან ბრძოლა და მათთვის იმის შეგნებინება, რომ არ შეიძლება ძეგლზე მუშაობდეს უბრალო მუშა, რომელმაც შეიძლება გაგირემონტოთ შინ სამზარეულო. ეს იყო სისტემა, რომელიც როგორც კორპორატიული კულტურით ებრძოდა ყველანაირ სიახლეს ამ მიმართულებით. ვიცი, რომ ეს ხელმძღვანელობა, რომელიც მე ვიცი, რომ დეპუტატის ზარებსაც სწრაფად პასუხობდა, შეცვალა ახალმა მინისტრმა. გელათმა აჩვენა, რომ იყო კარგი ადამიანი, არ არის საკმარისი. საჭიროა, პროფესიონალიზმი და საჭიროა იმის დაჯერება, რომ არ შეიძლება ძეგლს ეხებოდეს ის, ვინც ძეგლზე მუშაობა არ იცის. დავმალოთ ეს?! მე ვერ დავმალავ. ეს არის პრობლემა და თუ ხელშეწყობა მექნება, მათ შორის ოპოზიციის მხრიდან, რომ ეს ერთად გავასწოროთ, ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუმცა ალბათ ამ შეთავაზებაშიც მავანი დაინახავს სიძულვილის ენას, რაც არ არის არავითარი პრობლემა“, – განაცხადა კულტურის მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „თქვენი გალიაში მჯდომი ბელადი კაცის მკვლელი იყო და ახლა ცოლის დაპატიმრებას ითხოვს“ – თეა წულუკიანი ოპოზიციას მიმართავს
Next post დიმიტრი ხუნდაძე წულუკიანს – მინდა გკითხოთ მცხეთის განვითარების გეგმაზე, რომელიც „ცისფერი მთების“ გრელანდიად იქცა – ქალაქი და საზოგადოება პრაქტიკულად ტყვეობაშია და ბოქლომის გასაღები ჯიბეში ვის უდევს, არ ვიცი