დიმიტრი ხუნდაძე წულუკიანს – მინდა გკითხოთ მცხეთის განვითარების გეგმაზე, რომელიც „ცისფერი მთების“ გრელანდიად იქცა – ქალაქი და საზოგადოება პრაქტიკულად ტყვეობაშია და ბოქლომის გასაღები ჯიბეში ვის უდევს, არ ვიცი

Read Time:1 Minute, 7 Second

ქალაქი და საზოგადოება პრაქტიკულად ტყვეობაშია და ბოქლომის გასაღები ჯიბეში ვის უდევს, არ ვიცი – ქალაქი არაჯანსაღი ლობიზმის მსხვერპლია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კულტურის მინისტრ თეა წულუკიანისადმი მიმართვისას განაცხადა.

ხუნდაძემ წულუკიანს მცხეთის განვითარების გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით კითხვით მიმართა და აღნიშნა, რომ არსებული გეგმა „ცისფერი მთების“ გრელანდიად იქცა და ის „კერძო ინტერესებსაა მორგებული“.

„მინდა შევეხო საკითხს და გკითხოთ მცხეთის მორატორიუმისა და გენერალური განვითარების გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც „ცისფერი მთების“ გრელანდიად იქცა და ეს უკვე მე-7 წელია გრძელდება. ქალაქი და საზოგადოება პრაქტიკულად ტყვეობაშია და ბოქლომის გასაღები ჯიბეში ვის უდევს, არ ვიცი. ქალაქის გენერალური განვითარების გეგმა უნდა ემსახურებოდეს ორ ძირითად მიზანს – კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და უნდა შემუშავდეს წესები, როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი. მაგრამ აქამდე ნამუშევარი აცდა მთავარ მიზანს და ვფიქრობ, ეს არის კერძო ინტერესებს მორგებული გეგმა, სადაც საუბარია გაურკვეველი ლოკაციის ხელოვნურად შექმნილ კარიბჭეებზე. ამას შემიძლია ბიზნეს კარიბჭეები ვუწოდო. სხვათა შორის „იუნესკოს“ დასკვნაშიც არანაკლებად მძიმე შეფასებებია ამასთან დაკავშირებით – საუბარია მაღალი კლასის სასტუმროებზე, რასაც ასევე ეწინააღმდეგება „იუნესკო“ და არ არის არანაირი წესები, როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი. ფაქტობრივად, ქალაქი არაჯანსაღი ლობიზმის მსხვერპლია. ეს ლობისტები რომ ასე ინტენსიურად არ იყვნენ ამ საკითხით დაკავებულები, ვფიქრობ, გელათის საკითხიც არ დარჩებოდათ ყურადღების მიღმა და ის ზიანი არ იქნებოდა, რაც მივიღეთ.

თქვენ ეს ბრალეულობა არ გეხებათ, იმიტომ, რომ თქვენამდე შეიქმნა ეს უღრანი ტყე – ზოგის უყურადღებობით, ზოგის განზრახულობით, მაინტერესებს, როგორ აფასებთ ამ პროცესს და რას გეგმავთ თქვენი ჩართულობის კუთხით“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეა წულუკიანი – ვერც ერთ ძეგლს და მით უმეტეს, გელათის მნიშვნელობის ძეგლს, ვერავინ შეეხება, თუ არ აქვს ოსტატების რეესტრიდან ამონაწერი
Next post ბიძინა კულუმბეგოვი: „ომიკრონის“ წინააღმდეგ ყველაზე მოწყვლადი რჩება საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც არც დაავადება გადაუტანია და არც აცრა აქვს გაკეთებული