თბილისში, 24-ე სკოლასთან მოსწავლეებსა და ერთ-ერთ მოქალაქეს შორის შელაპარაკება მოხდა.

Read Time:24 Second

თბილისში, 24-ე სკოლასთან მოსწავლეებსა და ერთ-ერთ მოქალაქეს შორის შელაპარაკება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, სამი არასრულწლოვანი თამბაქოს ეწეოდა, ამის გამო მათ გამვლელმა შენიშვნა მისცა, რასაც შელაპარაკება მოჰყვა.

პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არასრულწლოვნებს დაზიანებები არ მიუღიათ, მსუბუქად დაშავდა ინციდენტში მონაწილე მამაკაცი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში 24-ე სკოლასთან მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ.

უწყებაში პირველ არხს განუცხადეს, რომ 24-ე სკოლასთან დაჭრის ფაქტი არ მომხდარა და ინციდენტში არ ფიგურირებს ცივი იარაღი – დანა.

შსს-ს ცნობით, ამ წუთებში ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვა მიმდინარეობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რა არ უნდა გამოეპაროს 3 წლამდე ასაკის ბავშვის მშობელს – ფსიქოლოგის აუცილებელი რჩევები
Next post