თბილისში რამდენიმე ცნობილ რესტორანს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა

Read Time:47 Second

თბილისში მდებარე ცნობილ რესტორნებსა და კაფეებში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევები გამოავლინა.

სააგენტოს ინფორმაციით, უწყების თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, დოკუმენტური შემოწმება და ინსპექტირება ჩატარდა 19 რესტორანსა და კაფე-ბარში. მათ შორის, 7 მათგანს კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა. კრიტიკულია ისეთი შეუსაბამობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და მისი აღმოფხვრა კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე შეუძლებელია.

კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა შემდეგ ობიექტებში: „თაღლაურა“; „ძველი ქალაქი“; „კაფე კალა“; „პლაზა ჰოლი“; „კრუიზი“; „ოქროს კათხა“ და „მუხამბაზი“. აღნიშნულ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ და 1000 ლარით დაჯარიმდნენ.

ამასთან, ობიექტებში  – „კახელები“; „თაშრე“; „რესტორანი თევზის სახლი“; „კერია“ გამოვლინდა ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე ხორცის რეალიზაცია, რის გამოც 1000 ლარით დაჯარიმდნენ.

ასევე, საზოგადოებრივი კვების ობიექტები „ფაიტონი“ და „ლაკადა“ ეტიკეტირების წესის განმეორებითი დარღვევისთვის 1200 ლარით დააჯარიმეს.

მწვადიაური“ მიკვლევადობის დარღვევის გამო 200 ლარით დაჯარიმდა; 100 ლარით  – „ტეხასი“ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონის გამო  და 500  ლარით  – „ბაბილო“ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არ ქონის გამო.

ამასთან, დადებითი მდგომარეობა დაფიქსირდა სამ რესტორანში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მასწავლებელს მიღებული სტატუსი აღარ ჩამოერთმევა – რა ცვლილებები იგეგმება სქემაში
Next post იაპონიის სუპერტურნირზე ლევან გორგაძემ მორიგი გამარჯვება მოიპოვა