თბილისში ვერტმფრენებით ჰაერის შეწამვლა არ იგეგმება!

Read Time:1 Minute, 9 Second

თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, თითქოს დღეს, 23.00-დან 05:00 საათამდე თბილისში ვერტმფრენებით ჰაერის შეწამვლა იგეგმება.

მანანა თოქმაჯიშვილი Facebook-ის გვერდზე წერს, რომ ვერტმფრენებით დეზინფექციის ჩატარების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილი და ცუდ დროს შერჩეული უკბილო ხუმრობაა.

„მეგობრებო, არც ჩვენ, არც ჩვენს ქალაქს და არც თქვენს სარეცხს არაფერი ემუქრება. დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, რასაც სპეციალისტები გვაწვდიან და პანიკის გარეშე, მშვიდად გადავატაროთ ეს რთული დღეები.

რაც შეეხება ვერტმფრენით დეზინფექციის ჩატარების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ვირუსულად ვრცელდება სოცქსელებში, რასაკვირველია, არის ტყუილი და ჩემი აზრით, ძალიან ცუდ დროს შერჩეული უკბილო ხუმრობა (იმედი მაქვს ბოროტი განზრახვა არ ჰქონია ავტორს).

აქვე ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ თბილისის მერია ყოველდღიურ რეჟიმში ატარებს დეზინფექციას ავტობუსებში, მეტროსადგურებში, მეტროს ვაგონებში, სერვისცენტრებში, უფასო სასადილოებში და ასე შემდეგ… სრულდება ყველა მითითება და რეკომენდაცია, რასაც საკოორდინაციო საბჭო გასცემს.

მშვიდობიან ღამეს და ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას!”, – წერს თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

2020 წლის 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. 9 მარტს კი, ჯანმოს დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსიმ განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის საფრთხე რეალური გახდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იტალიელი ექიმი გოგონა!
Next post არჩილ თალაკვაძე-გამოვეცი სპეციალური ბრძანება, რომლითაც კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ პარლამენტში გასატარებელი ღონისძიებები განისაზღვრა