თბილისში გამოჩნდება ველოსიპედები, რომლის გამოყენებასაც ყველა შეძლებს

Read Time:28 Second

https://www.youtube.com/watch?time_continue=4&v=pDrq5d3sRfk

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მერია მუშაობს საკითხზე, რომლის მიხედვითაც, დედაქალაქის ქუჩებში გამოჩნდება ველოსიპედები, რომლით სარგებლობის უფლებაც ნებისმიერ მოქალაქეს ექნება.

მერის განმარტებით, აპლიკაციასა და ველოსიპედზე განთავსებული QR-კოდით შესაძლებელი იქნება ველოსიპედის განბლოკვა და მოხმარება. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი არ იქნება სპეციალურ ბაზაში რეგისტრირებული, შეუძლია, იყიდოს აბონემენტი ან თანხა გადაიხადოს ერთჯერადად.

ადამიანს ველოსიპედის დატოვება ნებისმიერ ადგილზე შეეძლება, რადგან მისი გადაადგილება და ადგილმდებარეობა GPS-ის საშუალებით გაკონტროლდება.

კახა კალაძის თქმით, იდეაზე ახლა მუშაობენ და თუ ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები მისით დაინტერესდებიან, მერია მათ ხელს შეუწყობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხეოფსის პირამიდაზე გაშიშვლების გამო ეგვიპტეში გამოძიება დაიწყო
Next post გიორგი ვოლსკი -მიხეილ სააკაშვილმა უკომპრომისო გეგმებზე საუბრით სერიოზულად შეარყია „ნაციონალური მოძრაობის“ ავტორიტეტი საერთაშორისო დონეზე