სამშაბათი, აპრილი 14, 2026

თბილისში, ბინაში 84 წლის ექიმის ჩონჩხი მხოლოდ შვილის მძიმე სენით გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინეს – მანამდე კი, ქალის საპენსიო ბარათიდან ყოველთვიურად იხსნებოდა პენსიის თანხა

თბილისში, მირცხულავას ქუჩაზე მდებარე ბინაში, თითქმის ორი წლის განმავლობაში უცნაურ საიდუმლოს ინახავდა. 80 წელს გადაცილებული ქალი, რომელიც სახლში შვილთან ერთად ცხოვრობდა, მოულოდნელად გაუჩინარდა. ვერც მეზობლებმა და ვერც ნათესავებმა გაარკვიეს, თუ სად გაქრა ხანდაზმული ქალბატონი – პროფესიით ექიმი, ნანული ნატროშვილი.

გაუჩინარებული ქალის ერთადერთი ვაჟი, ირაკლი თევზაძე მეზობლების ნაწილს არწმუნებდა, რომ დედა კარგად არის და ის ერთ-ერთ რეგიონში ნათესავთან იმყოფებოდა. მეორე ნაწილს კი სხვა ვერსიაც მოუყვა – თითქოს, შეუძლოდ მყოფი დედა მოხუცთა თავშესაფარში ჩააბარა.

საიდუმლოს ფარდა გასულ კვირას აეხადა – მას შემდეგ, რაც ირაკლი თევზაძე, მძიმე დიაგნოზით, კლინიკაში მოხვდა და მოგვიანებით, პალიატიურ განყოფილებაში გარდაიცვალა. მანამდე მძიმე მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა უახლოეს ნათესავს სახლის გასაღები გადასცა. ბინის დასალაგებლად მისულ ნათესავებს კი ადგილზე უმძიმესი სურათი დახვდათ. საწოლში მათ ორი წლის წინ გაუჩინარებული ნანული ნატროშვილის ცხედარი ნახეს. ზეწრებში გახვეული გვამი თითქმის სრულად ჩონჩხურ მდგომარეობაში იყო. გაირკვა, რომ შვილი დედის გარდაცვალებას თითქმის ორი წლის განმავლობაში მალავდა. “კურიერი P.S-ის” ინფორმაციით, ხანდაზმული ქალის საპენსიო ბარათიდან, გარდაცვალების მიუხედავად, თანხა ყოველთვიურად იხსნებოდა. ეს გარემოება ხსნის, თუ რატომ ცხოვრობდა 50 წლამდე მამაკაცი მთელი ორი წლის განმავლობაში ქალის ცხედართან ერთად და რატომ დამალა მან პენსიონერი დედის გარდაცვალება.

კარს მიღმა, ქალის ცხედართან ერთად, სიმართლე ორი წლის განმავლობაში იმალებოდა. ახლა ყველაფერს ნათელი ექსპერტიზის დასკვნამ უნდა მოჰფინოს. სწორედ ექსპერტებმა უნდა უპასუხონ კითხვას – ხანდაზმული ქალი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, თუ ძალადობრივი ქმედების შედეგად.

დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე “კურიერი P.S-თან” ამბობს, რომ ორი წლის შემდეგ, ხანდაზმული ქალის გარდაცვალების მიზეზის დადგენა რთული, მაგრამ შესაძლებელია. ცნობილია, რომ თავად მამაკაცი პალიატიურ განყოფილებაში მძიმე დიაგნოზით გარდაიცვალა, თუმცა არსებობს კითხვა — შეეძლო თუ არა დაავადების პროვოცირება ხანგრძლივი დროის განმავლობაში გვამის დაშლის შედეგად გამოყოფილ ტოქსიკურ ნივთიერებებს.

სახლი, რომელიც თითქმის ორი წელი უცნაურ საიდუმლოს ინახავდა, ახლა დალუქულია. გარდაცვლილი ქალის ნეშტი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში დადგინდება, თუ რა გახდა 84 წლის ნანული ნატროშვილის გარდაცვალების რეალური მიზეზი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ილონ მასკი – სოროსის ორგანიზაციამ უნგრეთი ხელში ჩაიგდო

სოროსის ორგანიზაციამ უნგრეთი ხელში ჩაიგდო, – ამის შესახებ მილიარდერი ილონ მასკი წერს.სოციალურ ქსელ „იქსში“ მასკი წარმოშობით უნგრელი ფინანსისტის, ჯორჯ სოროსის ვაჟს, ალექს სოროსს გამოეხმაურა, რომელმაც „იქსში“ დაწერა, რომ უნგრელმა ხალხმა ქვეყანა დაიბრუნა.„რუსებო, წადით სახლში! უნგრელებო, დაბრუნდით სახლში.უნგრელმა ხალხმა თავისი ქვეყანა დაიბრუნა! ეს არის მტკიცე უარყოფა ფესვგადგმული კორუფციისა და უცხოური ჩარევის მიმართ“, – წერს ალექს სოროსი „იქსზე“.

მეუფე შიო – არ ყოფილა მსუბუქი ილია მეორის მრავალწლიანი ღვაწლი და ჯვარი, მან დაგვიტოვა აღშენებული ეკლესია, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნისა და საზოგადოების...

ჩვენ განვვლეთ წმინდა დიდი მარხვის პერიოდი, როცა ქრისტიანები მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვართან შესახვედრად ემზადებიან, თუმცა ამ მზადების დროს ჩვენი გულები მწუხარებამ მოიცვა, დიდი მარხვის ჯვრის თაყვანისცემის კვირაში ღვთივ მიიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის, შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი.როგორც მიტროპოლიტ შიოს სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის მამობრივი სიყვარული, ლოცვა და ზრუნვა ეფინებოდა მთელ საქართველოს, თითოეულ ადამიანს.„ჩვენ განვვლეთ წმინდა დიდი მარხვის პერიოდი, როცა ქრისტიანები მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვართან შესახვედრად ემზადებიან; ლოცვითა და მარხვით ვესწრაფოდით სულის განწმენდას, რათა მიახლებულნი ყოვლადმოწყალე უფალს, ღირსნი გავმხდარიყავით მისი სიტყვების მოსმენისა: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქვენ“ (მთ. 11, 28). თუმცა ამ მზადების დროს ჩვენი გულები მწუხარებამ მოიცვა, დიდი მარხვის ჯვრის თაყვანისცემის კვირაში ღვთივ მიიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. ამიტომ ახლა, როცა საყვარელი მამის გარდაცვალებით დაობლებულნი ვხედავთ ქრისტეს აღდგომით დამარცხებულ სიკვდილს, განსაკუთრებით გვანუგეშებს დავით მეფსალმუნის სიტყვები: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმინდათა მისთა“ (ფს. 115, 6), რადგან ჩვენთვის, ქრისტიანთათვის, გარდაცვალება არა წარწყმედა, არამედ ცხონებისა და მარადიული ნეტარებისკენ მიმავალი გზაა. სწორედ ეს არის აღდგომის სიხარულის საზრისი, თითოეული ადამიანის სასოებისა და სიხარულის საფუძველი…მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის 49-წლიანი მოღვაწეობის გზა ამ სიხარულისა და იმედის მომნიჭებელი იყო ყოველი ჩვენგანისთვის. მისი მამობრივი სიყვარული, ლოცვა და ზრუნვა ეფინებოდა მთელ საქართველოს, თითოეულ ადამიანს…არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი და ჯვარი. მოწამებრივი გზა და თავგანწირვა იყო მისი ყოველდღიური ცხოვრება, ყოველი საქმე, ყოველი ფიქრი. მან ათეისტური რეჟიმისგან დევნილი, დაკნინებული, შევიწროებული მემკვიდრეობა ჩაიბარა და დაგვიტოვა აღშენებული ეკლესია, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრებაში“, – ნათქვამია მეუფე შიოს სააღდგომო ეპისტოლეში.

ვიქტორ ორბანი – როგორც არ უნდა დასრულდეს ყველაფერი, ჩვენს ქვეყანას და უნგრელ ერს ოპოზიციიდანაც მოვემსახურებით, ჩვენ არასდროს დავნებდებით

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საკუთარ ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა.მისი თქმით, მმართველ პარტიას 2,5 მილიონმა ადამიანმა გამოუცხადა ნდობა.„არჩევნების შედეგს მნიშვნელობა აქვს სამშობლოსა და ერის ბედისთვის და რა არის მისი უფრო ღრმა მნიშვნელობა, ეს ჩვენ არ ვიცით. ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს. როგორც არ უნდა დასრულდეს ყველაფერი, ჩვენ ჩვენს ქვეყანას და უნგრელ ერს ოპოზიციიდანაც მოვემსახურებით“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.ამასთან, მისივე განმარტებით, ნათელია, რომ „მმართველობის ტვირთი“ მას არ დაეკისრება.„ჩვენ წინაშე არსებული ამოცანა ნათელია. მმართველობის სიმძიმე ჩვენს მხრებზე არ არის, ამიტომ ჩვენი საქმე ჩვენი თემების გაძლიერებაა. ორი მილიონ ხუთასი ათასი ამომრჩეველი გვენდო. გვინდა, მათ გადავცეთ ეს გზავნილი: ჩვენ მათ იმედებს არასდროს გავუცრუებთ. და ამის თქმა არც კი მჭირდება, რადგან უკვე ოცდაათ წელზე მეტია, ერთად ვართ. ჩვენ რთული და მარტივი, ლამაზი და სევდიანი წლები გამოვიარეთ, მაგრამ აქაც და მთელ ქვეყანაშიც ყველამ უნდა იცოდეს ერთი რამ – ჩვენ არასდროს დავნებდებით“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.ცნობისთვის, ხმათა ნახევარზე მეტის დათვლის შემდეგ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია „ტისა“ ლიდერობს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი – უნგრეთმა ევროპა აირჩია, ქვეყანა თავის ევროპულ გზას იბრუნებს, კავშირი უფრო ძლიერდება

უნგრეთმა ევროპა აირჩია, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.მისი თქმით, ქვეყანა თავის ევროპულ გზას უბრუნდება, ევროკავშირი კი ძლიერდება.„უნგრეთმა ევროპა აირჩია. ევროპა ყოველთვის უნგრეთს ირჩევდა. ქვეყანა თავის ევროპულ გზას იბრუნებს. კავშირი უფრო ძლიერდება“, – წერს ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ „იქსზე“.ცნობისთვის, ხმათა 47 პროცენტის დათვლის შემდეგ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია „ტისა“ ლიდერობს.

ვიქტორ ორბანმა ოპოზიციურ პარტია „ტისას“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა – „გამარჯვებულ პარტიას მივულოცე, ჩვენ უნგრელ ერს ოპოზიციიდანაც მოვემსახურებით“

ვიქტორ ორბანმა მხარდამჭერებს მიმართა, საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა, არჩევნების შედეგებს კი „ნათელი“ და მისი პარტიისთვის „მტკივნეული“ უწოდა.როგორც ორბანმა აღნიშნა, პარტია „ტისას“ გამარჯვება უკვე მიულოცა.მისივე თქმით, პარტია „ფიდესი“ უნგრეთს ოპოზიციიდან მოემსახურება.„არჩევნების შედეგი ჯერ საბოლოო არ არის, მაგრამ გასაგები და ნათელია. ეს შედეგი ჩვენთვის მტკივნეული, თუმცა ნათელია. ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ჩვენ არ გადმოგვეცა. მე გამარჯვებულ პარტიას მივულოცე. ჩვენ უნგრელ ერს და ჩვენს სამშობლოს ოპოზიციიდანაც მოვემსახურებით“, – აღნიშნა ორბანმა.ცნობისთვის, ხმათა 47 პროცენტის დათვლის შემდეგ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია „ტისა“ ლიდერობს.

ბოლო სიახლეები