უნგრეთმა ევროპა აირჩია, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანა თავის ევროპულ გზას უბრუნდება, ევროკავშირი კი ძლიერდება.
„უნგრეთმა ევროპა აირჩია. ევროპა ყოველთვის უნგრეთს ირჩევდა. ქვეყანა თავის ევროპულ გზას იბრუნებს. კავშირი უფრო ძლიერდება“, – წერს ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ „იქსზე“.
ცნობისთვის, ხმათა 47 პროცენტის დათვლის შემდეგ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია „ტისა“ ლიდერობს.

