თბილისის შემდეგ  იუ-იორკისაც ეყოლება „ღამის ცხოვრების მერი“

Read Time:31 Second

იუ-იორკის მერმა ქალაქის „ღამის ცხოვრების მერი“ დანიშნა. არიელ პალიცი პირველი იქნება, ვინც ახლად შემოღებულ თანამდებობას დაიკავებს.
ახალი პოსტის ოფიციალური დასახელებაა „ღამის ცხოვრების სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი“, თუმცა მას არაოფიციალურად „ღამის ცხოვრების მერად“ მოიხსენიებენ.
არიელ პალიცს საბჭოში 12 წევრი ეყოლება და 300,000 აშშ დოლარის ოდენობის ბიუჯეტი ექნება.
ახალი სამსახურის კომპეტენციაში შედის ღამის ცხოვრებასთან დაკავშირებული დაწესებულებებისთვის ნებართვების გაცემა, უბნებში მოქალაქეების მხრიდან საჩივრების განხილვა ღამის ცხოვრებასთან დაკავშირებული დაწესებულებების ფუნქციონირებაზე, რეკომენდაციების გაცემა და ნიუ-იორკის მერიისთვის რჩევების მიცემა აღნიშნულ ინდუსტრიაში ბოლო ტენდენციებთან დაკავშირებით.
„აღნიშნული სამსახური საშუალებას იძლევა მხარი დავუჭიროთ მცირე ბიზნესის მფლობელებს და ყველა ნიუ-იორკელს, ვინც ჩვენი ქალაქის ღამის ცხოვრების მრავალფეროვან კულტურას ჰქმნის“, – განაცხადა არიელ პალიცმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ცნობილია, ვის მოუწევს ავტომობილზე გადასახადის გადახდა
Next post ესპანეთში ქალთა დღეს ქალები გაიფიცნენ