ესპანეთში ქალთა დღეს ქალები გაიფიცნენ

Read Time:30 Second

ესპანეთის რამდენიმე ქალაქში ქალთა საერთაშორისო დღე ქალების მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო აქციებით აღინიშნება. აქციების ფარგლებში ათამდე პროფკავშირი გაიფიცა, მათ შორის მადრიდის ატოჩას სადგურის თანამშრომლებიც. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

პროტესტის ნიშნად ესპანეთის ტერიტორიაზე 300-მდე მატარებელი 24 საათის განმავლობაში მოძრაობას შეწყვეტს.

მადრიდში დაგეგმილ ფართომასშტაბიან აქციას, რომელიც გენდერული თანასწორობის მოთხოვნით გაიმართება, მსახიობი პენელოპა კრუსიც შეუერთდება. კრუსის გზავნილია შეწყდეს ძალადობა ოჯახში, რომელიც ესპანეთის რეგიონებში დღესაც მწვავე პრობლემას წარმოადგენს.

ესპანეთში ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციები გენდერული უთანასწორობის ერთ-ერთ პრობლემად სამსახურში ყოველთვიურ ანაზღაურებაში გენდერული ნიშნით განსაზღვრულ სხვაობას ასახელებენ. Eurostat-ის ინფორმაციით, ესპანეთის კერძო სექტორში დასაქმებულ ქალებს მათ კაც კოლეგებზე, სულ მცირე, 13%-ით დაბალი ანაზღაურება აქვთ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თბილისის შემდეგ  იუ-იორკისაც ეყოლება „ღამის ცხოვრების მერი“
Next post საფეღბურთო კლუბ ,,Fiorentina” -ს   ქომაგებმა მოულოდნელად გარდაცვლილ  გუნდის  კაპიტანს ემოციური გაცილება მოუწყეს.