თბილისის ყველა მეტროსადგურთან პირბადეების ტარებისა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვას პოლიცია აკონტროლებს

Read Time:34 Second

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, კოვიდ-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს ახორციელებენ. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დედაქალაქში არსებულ ყველა მეტროსადგურთან მობილიზებული არიან პატრულ-ინსპექტორები, რომლებიც მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მეტროსადგურში შემსვლელი და გამომსვლელი პირების მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვას და პირბადეების ტარებას აკონტროლებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ატარონ პირბადე, შეძლებისდაგვარად დაიცვან დისტანცია და დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მითითებებს.

პატრულ-ინსპექტორებმა მეტროსადგურებთან ინტენსიური მონიტორინგი გუშინ, 15 ოქტომბერს, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად დაიწყეს. მგზავრთა კონტროლი ასევე ხორციელდება მუნიციპალურ ავტობუსებში.

თბილისის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოიყენონ მხოლოდ და მხოლოდ აუცილებელი მგზავრობისთვის და დაიცვან უსაფრთხოების ყველა წესი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევიდან 342 აჭარაში, 277 თბილისში, ხოლო 198 იმერეთში გამოვლინდა
Next post თბილისში COVID-19-თან დაკავშირებული რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრებს აკონტროლებენ