თბილისის გენგეგმაზე სამუშაოდ სითი ინსტიტუტს ვადა 1 ივნისამდე მიეცა

Read Time:50 Second

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა.

“არსებული სახით წარმოდგენილი მასალების მიღება ვერ მოხდება. “სითი ინსტიტუტის” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც 5 ეტაპიის ფარგლებში მომზადდა ჩვენთვის მისაღებია. მნიშვნელოვანია გეგმა იყოს ადვილად და სწრაფად შესრულებადი და ეს უნდა ყოფილიყო მეექვსე ეტაპში წარმოდგენილი. ჩვენ ვასრულებთ პოლემიკას ამ თემასთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე რომ ეს უმნიშვნელოვანესია ქალაქისთვის, მივიღეთ გადაწყვეტილება რომ დავასრულებინოთ სითი ინსტიტუტს ამ დოკუმენტზე მუშაობა, “- თქვა კალაძემ.

მანამდე კი თბილისის მერი და მერიის წარმომადგენლები თბილისის საკრებულოში „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შეხვდებიან.

27 მარტს გენგეგმა ოპოზიციის წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ პირებს სასტუმრო “ბილტმორში” გააცნეს. შეხვედრა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა.

თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტი, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი, თბილისის მერიას 3 იანვარს ჩაჰბარდა.

გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის 5 ეტაპი უკვე მიღებული და დამტკიცებულია, მე-6 საბოლოო ეტაპზე მერიამ ჯგუფი ერთი და იმავე შენიშვნის სამჯერ გაუთვალისწინებლობისთვის გასული წლის დეკემბერში 140 ათასი ლარით დააჯარიმა და შენიშვნების გამოსასწორებლად 45-დღიანი ვადა მისცა, რომელიც თებერვლის ბოლოს ამოიწურა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დღეს, საქართველოს გმირი არჩილ ტატუნაშვილი 36 წლის გახდებოდა
Next post თურქეთში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალი გაიმართა