თბილისის აეროპორტის საიმედო ენერგომომარაგებისთვის ახალი პროექტი განხორციელდა

Read Time:26 Second

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საიმედო ენერგომომარაგებისთვის ახალი პროექტი განხორციელდა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილების საფუძველზე,„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ და „თელასმა“ ააშენეს 8.3 კმ-იანი ახალი საკაბელო ხაზი და 35 კვ. ძაბვის ორი სახაზო უჯრედი.

პროექტის მიზანია, თბილისის საერთაშორისო აეროპორტისა და სხვა სტრატეგიული ობიექტების ელექტროენერგიით საიმედო და უწყვეტი მომარაგების უზრუნველყოფა.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანია, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილი და „თელასის“ გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი. მათ ისაუბრეს პროექტის განხორციელების აუცილებლობასა და სტრატეგიული ობიექტების საიმედო ენერგომომარაგების უზრუნველყოფაზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ნარმანია – გაზის ტარიფის ზრდას არ ველოდებით
Next post ბრიტანეთში ქალმა მარტოობასთან გასამკლავებლად სრულიად უცხო ადამიანებს 2000-მდე საშობაო ბარათი გაუგზავნა