ბრიტანეთში ქალმა მარტოობასთან გასამკლავებლად სრულიად უცხო ადამიანებს 2000-მდე საშობაო ბარათი გაუგზავნა

Read Time:35 Second

დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ნოტინგემის მკვიდრმა, მო ფაიოსემ სადღესასწაულო პერიოდში მარტოობასთან საბრძოლველად შემდეგი ხერხი მოიფიქრა. 45 წლის ქალმა 1900 ხელნაკეთი საშობაო ბარათი  უცნობ ადამიანებს გაუგზავნა.

ყოველ ბარათს თან ახლდა შოკოლადი და მიპატიჟება საშობაო სადილზე, რომელსაც მოხალისეთა ჯგუფი აწყობდა.

„საშობაო ატმოსფერო ბევრ ადამიანს დეპრესიაში აგდებს, ამიტომ მათთვის რაღაცის გაცემა, მათი გახსენება ბევრ რამეს ცვლის“, -თქვა ფაიოსემ და აღნიშნა, რომ მას ეწყინა, როცა წინა კვირას ბარათები ამოეწურა.

ბრიტანელის თქმით, მას არ ეყო ბარათები მის რაიონში შემორჩენილ 30 სახლში მცხოვრები ადამიანებისთვის. ფაიოსე დაპირდა, რომ მომავალ წელს მეტ ბარათს გააკეთებს.

როგორც ორი შვილის დედამ განაცხადა, ბარათების შექმნის იდეა სამსახურის დროს მოუვიდა. ფაიოსე მედდად მუშაობს და ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებს უვლის. როგორც ქალი იხსენებს, ერთ-ერთმა პაციენტმა განუცხადა, რომ ის ძალიან იზოლირებულია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თბილისის აეროპორტის საიმედო ენერგომომარაგებისთვის ახალი პროექტი განხორციელდა
Next post მესაზღვრეებმა სოფელ ბლოს ერთადერთ მკვიდრს სახლი აუშენეს