თამარ ჩუგოშვილი: ჩემთვის რეზოლუციის ამ ორ დოკუმენტს შორის პრინციპული სხვაობა არაა

Read Time:31 Second

მმართველ გუნდსა და ევროპულ საქართველოს შორის, არჩილ ტატუნაშვილის რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით, არსებულ აზრთასხვადასხვაობაზე კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა.

როგორც მან განაცხადა, ამ ორ დოკუმენტს შორის პრინციპული სხვაობა არ არის.

“ვფიქრობ, რომ ორივე რეზოლუცია, რომელიც არის შემოთავაზებული არის საერთო სულისკვეთების, კერძოდ გმობს ოკუპაციას და იმ ადამიანების სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებს, რომლებიც ამ ტერიტორიებზე მოხდა და შესაბამისად, ჩემთვის პრინციპული სხვაობა ამ ორ დოკუმენტს შორის არ არის,”- განმარტა ჩუგოშვილმა.

5 მარტს ევროპულმა საქართველომ უმრავლესობას ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის საერთო დოკუმენტის შექმნა შესთავაზა. ბიუროს სხოდმაზე რეზოლუცია უმრავლესობამაც დაარეგისტრირა.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 25 წლის ლაშა სამჭკუაშვილი თამაშ   ,,ცოდნა ფულიას” გამარჯვებული გახდა
Next post ელენე ხოშტარია: ერთობლივი რეზოლუციის მიღება მძლავრი გზავნილი იქნება