თამარ ჩუგოშვილი – პარლამენტის წევრ ქალებს დაუპირისპირდნენ, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რეაგირებას ველოდები

Read Time:56 Second

პარლამენტის წევრ ქალებს დაუპირისპირდნენ, პარლამენტის კუთვნილი ავტომობილი დაზიანდა და დაიმტვრა, რაც ყოველგვარ პროტესტსა და სამართლებრივ ჩარჩოებს გაცდენილია, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რეაგირებას ველოდები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა, რომელიც გურჯაანში, ველისციხესთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან გუშინ განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკური და სამართლებრივი მხარე აქვს.

„პოლიტიკურად, ოპოზიციის მცდელობები სრულიად სახედაკარგული იყო. საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის გადაფარვის თუ ჩაშლის მცდელობები იყო. სხვადასხვა ვიდეოჩანაწერში კონსტიტუციური უფლება კი არა, კანონდარღვევები და დანაშაულები ვიხილეთ. მათ შორის, პარლამენტის ქალი წევრების მიმართ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალტერნატიული გზებისა და ტრანსპორტის შეთავაზებაზე განცხადება არაერთხელ გააკეთა. ვინც აგრესიულად იქცეოდა და სახელმწიფოს კუთვნილ ქონებას ამტვრევდა, იმ ადამიანების ამოცანა გადაადგილება კი არ იყო, არამედ საკუთარი თავის ისე წარმოჩენა, როგორც წარმოაჩინეს“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.

კანონმდებელი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებებსაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მას საქართველოში, ბოლო პერიოდში დესტრუქციული როლი რა დოზით ჰქონდა, ეს ყველამ დაინახა.

„არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში, 2020 წელს ჩატარდება. ერთი მხრივ, დიალოგს ითხოვენ და მეორე მხრივ, არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. არ ვიცი, თან დაუმორჩილებლობა და თან დიალოგი რომელ პოლიტიკურ კულტურაში წერია. ან ერთი გზა უნდა აირჩიონ ან – მეორე. მიხეილ სააკაშვილის რიტორიკასა და ტონალობას თუ მიჰყვებიან, ამ ყველაფრით ცუდად წარმოჩნდებიან“, – დასძინა ჩუგოშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბარსელონაში ცხოველთა უფლებების დამცველებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს
Next post საბერძნეთში კერძო ტელეკომპანია Skai-ს ოფისთან აფეთქება მოხდა