თამარ ჩუგოშვილი – დარწმუნებული ვარ, მთავრობაში არანაირი სერიოზული გადაადგილებები არ იქნება

Read Time:26 Second

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი დარწმუნებულია, რომ მთავრობაში სერიოზულ გადაადგილებებს ადგილი არ ექნება.

როგორც ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა განუცხადა, სამთავრობო ცვლილებების თაობაზე ინფორმაცია არ აქვს.

„ზოგადად, ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი ჭორი მოვისმინეთ როგორც პრემიერის, ასევე სხვა მინისტრების თაობაზე. ვერ გეტყვით, ეს ინფორმაცია საიდან ვრცელდება და საფუძველი რა არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მთავრობაში არანაირ სერიოზულ გადაადგილებებს ადგილი არ ექნება“, – აცხადებს ჩუგოშვილი.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე თანამდებობას ტოვებს. როგორც პირველი არხის ჟურნალისტს რამდენიმე წყარომ პირად საუბრებში დაუდასტურა, ზურაბ ალავიძეს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი შეცვლის.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია ვოლსკი – კახა იმნაძემ გაერო-ს უშიშროების საბჭოში ძალიან რეზონანსული განცხადება გააკეთა
Next post ჩინური კოსმოსური სადგური დედამიწას, სავარაუდოდ, 1 აპრილს დაეცემა და საქართველო რისკის ზონაშია