0 0
Read Time:29 Second

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ტყეშელაშვილმა „იმედის“ ეთერში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ აღნიშნულ რეესტრში რეგისტრაცია არ ზღუდავს არც ერთი ორგანიზაციის საქმიანობას.

„პირველ რიგში, აქ უნდა გავმიჯნოთ მთავარი, რეგისტრაციის შემთხვევაში ორგანიზაციებს არ ემუქრებათ არავითარი საფრთხე, არავითარი ზიანი, არ ფერხდება მათი საქმიანობა, არ ფერხდება მათი დაფინანსება. კანონის შესრულება არავითარ საფრთხეს და ზიანს ორგანიზაციებისთვის  არ წარმოშობს, ხოლო ისინი, ვინც არ დარეგისტრირდებიან, პირველ რიგში, საკუთარ ორგანიზაციასვე აყენებენ ზიანს, გადაწყვეტილების მიმღები პირები ამ შემთხვევაში. არ ვიცი დონორთანაც ამ პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას ახსნიან, ალბათ, ან ვერ ახსნიან, ამ დეტალებში უკვე მე ვერ შევალ“, – განაცხადა თამარ ტყეშელაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები