თამარ ჟვანია – 2020 წლის არჩევნების მაღალი სტანდარტით წარმართვისთვის, მნიშვნელოვანია არსებობდეს სიმშვიდე, პოლიტიკური დიალოგი და კონსენსუსი

Read Time:1 Minute, 3 Second

იმისთვის, რომ 2020 წლის არჩევნები წარიმართოს მაღალი სტანდარტით ძალიან მნიშვნელოვანია არსებობდეს სიმშვიდე, პოლიტიკური დიალოგი და კონსენსუსი, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მედიასთან განაცხადა, რითაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შეაფასა.

ჟვანიას თქმით, მას აქვს მოლოდინი, ქვეყანაში ვითარება ისე წარიმართება, რომ მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა იყოს.

მან ასევე უპასუხა საარჩევნო სისტემასთან და ოპოზიციის მიერ შემუშავებულ ე.წ გერმანულ მოდელთან დაკავშირებულ კითხვას. ჟვანიას თქმით, მსოფლიოში 100-ზე მეტი საარჩევნო სისტემის გამოცდილება არსებობს და ყველა მათგანს თავისი გამოწვევები აქვს, რომელიც კონკრეტული ქვეყნის კონტექსთან მიმართებაში მუშაობს და რაზეც გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები იღებენ.

„ზოგადად საარჩევნო სისტემასთან და „გერმანულ მოდელთან“ დაკავშირებით და მითუმეტეს, მის კონსტიტუციურობაზე ცენტრალური საარჩევნო კომისია და ვერც მე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. ზოგადად საარჩევნო სისტემა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკურ ჭრილში გადასაწყვეტი საკითხი და ცესკო, როგორც დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო წესით მის უზრუნველყოფას ახორციელებს, როგორიც არ უნდა იყოს კანონმდებლობით განსაზღვრული. შესაბამისად, ჩვენ ამ შეფასებებში ვერ შევალთ, ეს არის ძალიან პოლიტიკური საკითხი.

რაც შეეხება გარემოს და პროცესს, რა თქმა უნდა, მე, როგორც ცესკო-ს ხელმძღვანელმა უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ნორმალური საარჩევნო გარემო და მშვიდობიანი საარჩევნო ვითარება არჩევნების კარგად წარმართვისთვის. იმისთვის, რომ 2020 წლის არჩევნები წარიმართოს მაღალი სტანდარტით ძალიან მნიშვნელოვანია არსებობდეს სიმშვიდე, პოლიტიკური დიალოგი, პოლიტიკური კონსენსუსი, რომელიც შექმნის ისეთ გარემოს ამომრჩევლებისთვის, რომ ამომრჩეველმა შეძლოს თავისუფლად, დაძაბული გარემოს გარეშე არჩევანის გამოხატვა”, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სამი შვილის დედა სიცოცხლისთვის იბრძვის
Next post “ანიტას გულის მუშაობა გაუმჯობესებულია! თქვენ მოახდინეთ სასწაული!”