“ანიტას გულის მუშაობა გაუმჯობესებულია! თქვენ მოახდინეთ სასწაული!”

Read Time:42 Second

ტრადიციისამებრ, ანიტას შესახებ დღესაც გვატყობინებენ ამბებს ანიტას მხარდასაჭერად შექმნილი ჯგუფის “ადმინები”, იგივე ანიტას ოჯახის ახლობლები.

მე-20 შუაღამემშვიდობისა ანიტელებო!

? სიკეთის ჯგუფში კიდევ ერთი სიყვარულითა და ერთიანობით სავსე დღე გავიდა და ვითარება შემდეგნაირია:

?როგორც იცით, თქვენი საოცარი თანადგომის წყალობით, თანხა რომელიც ანიტას პირველი ეტაპისთვისაა საჭირო უკვე შეგროვდა, რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას! თქვენ მოახდინეთ სასწაული!

? ანიტას ჩაუტარდა საკონტროლო კვლევები, რომლის თანახმადაც მისი გულის მუშაობა გაუმჯობესებულია. ამასთანავე განდევნის ფრაქცია რჩება 14%-ზე.

?? ამ წუთებში მას უტარდება პრეპარატ სიმდაქსის მორიგი გადასხმა.

? ანიტა ინარჩუნებს თამაშის, სიცელქის, მშობლების ჭკუიდან გადაყვანისა და ხაჭაპურზე გაგიჟების ხასიათს.

?? დღეს იტალიაში გავაგზავნეთ დამატებითი საბუთი – ანიტას სისხლის ჯგუფისა და რეზუსის დასამოწმებლად. როგორც აგვიხსნეს, მათი ჯანდაცვის სამინსტროს მიერ უნდა მოხდეს ტრანსპლანტაციის მომლოდინეთა რიგის გადამოწმება, რის შემდეგაც გადაწყდება ჩვენი ამბავი.

 ამ ეტაპზე ვრჩებით ლოდინის რეჟიმში.

❗️ანიტას საოცარი ამბავი გრძელდება!

??✊? მთელი ერი ველოდებით კლინიკის გამოჩენას, რომელიც ანიტას სამედიცინო მომსახურებას გაუწევს!

არ ვნებდებით! ვიბრძვით! მოვიგებთ!
#ანიტას❤️სთვის

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ ჟვანია – 2020 წლის არჩევნების მაღალი სტანდარტით წარმართვისთვის, მნიშვნელოვანია არსებობდეს სიმშვიდე, პოლიტიკური დიალოგი და კონსენსუსი
Next post ზუგდიდში ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით ათონის მთაზე მოღვაწე ბერი დააკავეს