თამარ გაბუნის თქმით, ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალზე ამ ეტაპზე 100 000 ჯავშანია გახსნილი

Read Time:34 Second

გუშინ დაიწყო მასობრივი ვაქციინაციის კამპანია. გაიხსნა რეგისტრაციის პორტალი და ამ ეტაპზე 100 000 ჯავშანია გახსნილი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციიო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით, ვაქცინაციის პროგრამაში 160 დაწესებულებაა ჩართულია და ვაქცინაციაზე რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ელექტრონული პორტალის მეშვეობით, ასევე უშუალოდ დაწესებულების ცხელი ხაზის დახმარებით.

„ასევე შესაძლებელია პირდაპირ კლინიკაში ვიზიტი და იქვე დარეგისტრირება, თუ ის სხვა გზებით ვერ ახერხებს რეგისტრაციას. ასევე მოქმედებს ცხელი ხაზის 2 ნომერი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, დილის მდგომარეობით დაახლოებით 27 000 ჯავშანი იყო და მათი რაოდენობა სწრაფად იზრდება.

„შედარებით ნაკლებია, ვიდრე მოლოდინი გვქონდა მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არ გადადოს მოქალაქემ ვაქცინაცია და რაც შეიძლება მალე ჩაეწეროს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს საბანკო ასოციაციის წევრებს შეხვდა
Next post მიხეილ სარჯველაძე: ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ გაუმჭვირვალედ პროცესების წარმართვის შესაძლებლობას მოკლებული ვართ, სურვილი რომც გვქონდეს