თამარ გაბუნია: Sinopharm-ის ვაქცინის ხარისხი და სანდოობა ძალიან მაღალია
სამინისტროს ყველა სტრუქტურა მაქსიმალური მობილიზებით გააგრძელებს მუშაობას იმაზე, რომ ყველა ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში შემოვა, იყოს გარანტირებული ხარისხით და მისი ადმინისტრირება მოხდეს მაქსიმალურად უსაფრთხოდ, – ამის შესახებ თამარ გაბუნიამ დაავადებათა კონტროლის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჩინეთის მთავრობას და საქართველოში საელჩოს Sinopharm-ის ვაქცინის მწარმოებელთან მოლაპარაკებებში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ პრეპარატს მაღალი ხარისხი აქვს.
„ვაქცინის ხარისხი და სანდოობა ძალიან მაღალია. ამის დასტური იქნება მოსალოდნელი ავტორიზაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. თუმცა, ამის დასტური უკვე გახლავთ მილიონობით ადამიანი, რომელიც ამ ვაქცინით უკვე აიცრა, რაც ქმნის ძალიან კარგ დაცვას როგორც მძიმე შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის თავიდან აცილების, ასევე ინფექციის გავრცელების კუთხით.
ჯანდაცვის სამინისტროსთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროგრამის უსაფრთხო და ეფექტიანი განხორციელება. როგორც მარეგულირებელი, ასევე სამინისტროს ყველა სტრუქტურა მაქსიმალური მობილიზებით გააგრძელებს მუშაობას იმაზე, რომ ყველა ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში შემოვა, იყოს გარანტირებული ხარისხით და მისი ადმინისტრირება მოხდეს მაქსიმალურად უსაფრთხოდ. ჩვენ ვემზადებით ახალი ვაქცინების დანერგვისთვის და, ვფიქრობ, ძალიან მალე მნიშვნელოვნად გაფართოვდება ვაქცინაციით მოცვის მაჩვენებელი, რაც პირველი და მთავარი წინაპირობაა იმისთვის, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ ინფექციის შემდეგი ტალღები და ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადარჩეს“, – განაცხადა გაბუნიამ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
აქციის მონაწილეებმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლეს
აქციის მონაწილეების ნაწილმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლა, სადაც სანთლები დაანთო. აქციის მონაწილეების ნაწილი კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება. აქციის მონაწილეებმა შეკრება...
მეუფე შიო: დღეს ვფიქრობთ, რა შეიძლება ჩვენ, ცოდვილებმა, მივაგოთ ამ უსაზღვრო სიყვარულისა და საშინელი მსხვერპლისთვის – პასუხს გვცემს უფალი იესო ქრისტე “თუ მე გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებები”
"მიზეზი იესო ქრისტეს საშინელი სიკვდილისა იყო მამაზეციერის უსაზღვრო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რათა დაღუპული კაცობრიობა გადარჩენილიყო ძე ღმერთის რწმენით და მიეღო...
GEN Z ირჩევს ევროპულ მომავალს – გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა პარალიზებული
უკვე 4 საათზე მეტია საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის საავტომობილო მოძრაობის პარალიზება მოახდინეს. რამდენიმე საათის წინ, აქციის...
შოთა ხაბარელი ბუდუ ზივზივაძეს: “სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო – ბოლო და აგიხსნიან სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა”
მოგმართავ როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4 პროექტი CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4-მა პროექტმა გამარჯვება მოიპოვა კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) რიგით მეორე საგრანტო კონკურსში, რომელიც მსოფლიო ბანკის პროექტის -...
ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
მსურს რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს როგორც 26 მარტის ღამეს იყო,- ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ...