თამარ გაბუნია – 29 სამედიცინო დაწესებულება არის მზად, რომ სამედიცინო პერსონალი ვაქცინაციისთვის მიიღოს
ხვალ, 15 მარტს დაიწყება „ასტარაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესი. ვაქცინა მივიღეთ 43 200 დოზა, რომელიც განკუთვნილია ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის. ამაში შედის ყველა ექიმი, ექთანი და ის პერსონალი, ვინც მუშაობს სამედიცინო დაწესებულებებში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
გაბუნიას თქმით, ვაქცინასციისთვის რეგისტრაციის პროცესი უკვე დაიწყო.
გაბუნია მედპერსონალს მოუწოდებს, გამოიყენონ შესაძლებლობა და აიცრან.
„ჩვენ უკვე დავიწყეთ რეგისტრაციის პროცესი, რიგში ჩაწერა შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდის მეშვეობით და ყველა ადამიანი, რომელიც გადაწყვეტს, რომ უნდა ჩაიტაროს ვაქცინაცია, უნდა დარეგისტრირდეს შესაბამის ბმულზე. ამის შესახებ დამატებით ინფორმაციას ნახავთ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე. 29 სამედიცინო დაწესებულება არის მომზადებული იმისთვის, რომ ხვალ მიიღოს სამედიცინო პერსონალი, ვინც უკვე ჩაწერილია რიგში. დილის მდგომარეობით 1 700-მდე ადამიანი უკვე იყო რეგისტრირებული სისტემაში. ეს პროცესი უნდა წავიდეს აქტიურად. ამდენად, მე მინდა ვთხოვო სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, გამოყონ პირი, ვინც დაეხმარება თანამშრომლებს რეგისტრაციაში და რიგის დაჯავშნაში, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს უფრო სწრაფად და მარტივად მოვახერხოთ ვაქცინაციის პროცესის განხორციელება. დღეს დილიდან დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლები მუშაობენ ამ დაწესებულებებში, რომ საბოლოოდ შეამოწმონ ყველა ის დეტალი, რაც ვაქცინაციის პროგრამის დასაწყებად არის საჭირო. 17 მარტიდან კიდევ დაემატება 35 დაწესებულება და შემდეგ 18 მარტიდან დაემატება 23 დაწესებულება რეგიონების და რაიონების დონეზე“, – განაცხადა გაბუნიამ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
GEN Z ირჩევს ევროპულ მომავალს – გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა პარალიზებული
უკვე 4 საათზე მეტია საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის საავტომობილო მოძრაობის პარალიზება მოახდინეს. რამდენიმე საათის წინ, აქციის...
შოთა ხაბარელი ბუდუ ზივზივაძეს: “სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო – ბოლო და აგიხსნიან სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა”
მოგმართავ როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4 პროექტი CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4-მა პროექტმა გამარჯვება მოიპოვა კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) რიგით მეორე საგრანტო კონკურსში, რომელიც მსოფლიო ბანკის პროექტის -...
ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
მსურს რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს როგორც 26 მარტის ღამეს იყო,- ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და რუსთავის N23 საჯარო სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის №23 საჯარო სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს....
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს აპროტესტებენ, განცხადებას ავრცელებს. „გულისტკივილით ვადევნებთ თვალს იესო...