თამარ გაბუნია: ჰოსპიტალურ სექტორში 8 056 საწოლია მობილიზებული, რამაც ზღვარს გადააჭარბა

Read Time:31 Second

ჰოსპიტალურ სექტორში 8056 საწოლია მობილიზებული, რამაც გადააჭარბა იმ ზღვარს, რომელიც ჯანდაცვის სისტემას შეეძლო მიეღო. გარკვეულწილად, ეს საველე ჰოსპიტლების ხარჯზე მოხდა, სადაც 400-მდე საწოლია, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სამედიცინო დაწესებულებებში ინფიცირებულთა მიმოცვლის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, რადგან პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ მათი გადამისამართება კლინიკურ სასტუმროებში ხდება.

„7 600-ზე მეტი პაციენტი დღეს ჰოსპიტალურ სექტორში მკურნალობს, 370-მდე პაციენტი რეანიმაციაშია, 1 500-ზე ოდნავ მეტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. მაქსიმალური დატვირთვა გვაქვს. 47 000-ზე მეტი პირი მკურნალობას ბინაზე იტარებს. ჩვენ დღეს იმისთვის ვმუშაობთ, რომ ოჯახის ექიმების ქსელი კიდევ უფრო გაფართოვდეს და ბინაზე მართვის პრაქტიკა გაუმჯობესდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ცესკო რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია ძალადაკარგულ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს მიმართავს, შესაბამისი პროცედურები 11 სექტემბრის ჩათვლით გაიარონ
Next post სოზარ სუბარი – დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში, არა მხოლოდ სვანეთში, მთელს საქართველოში, ადამიანები, რომლებმაც გაყიდეს ჩვენი ქვეყანა, ვერ გაიმარჯვებენ და ვერასდროს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში