თამარ გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ვაქცინაციის პროცესს დაიწყებს

Read Time:30 Second

ყველას და მთელ მსოფლიოს დიდი იმედები გვაქვს ვაქცინის, ვაქცინაცია ძალიან ახლოსაა და ეს არის იმედისმომცემი. როგორც კი ვაქცინა იქნება ავტორიზებული შესაბამისი ორგანიზაციების მიერ, ჩვენ შეგვიძლია ის ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი მოსახლეობისთვის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინა სავარაუდოდ გაზაფხულისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

„მანამდეც გვაქვს აქტიური მოლაპარაკებები სხვა მიმწოდებლებთან იმისთვის, რომ დამატებით პირველი დოზა იყოს ძალიან მალე და ვფიქრობ, ეს შესაძლოა იყოს მომდევნო წლის დასაწყისი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ვაქცინაციის პროცესს დაიწყებს. აქაც სერიოზული მობილიზება იქნება საჭირო მოსახლეობის მხრიდან, ნდობა და მიმღებლობა ვაქცინისადმი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ისრაელი და უკრაინა – თავისუფალი ვაჭრობის ზონა
Next post ალეკო ელისაშვილი: დაფინანსება მიღებული ხმების მიხედვით ანგარიშდება, შესაბამისად, თუ იღებ თანხას, აღიარებ ცესკოს დაწერილ შედეგს